Marca-მ თავის მკითხველებს შორის გამოკითხვა ჩაატარა და 2017/18 წლების სეზონის “ბარსელონას” საუკეთესო ფეხბურთელები გამოავლინა. გამოკითხვაში მონაწილეობა 40 ათასამდე მკითხველმა მიიღო.
გამოკითხვის მონაწილეებს ხმის მიცემა რამდენიმე მოთამაშისთვის შეეძლოთ. გასაკვირი არაა, რომ ხმების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი, 91% ლიონელ მესიმ მიიღო. მეორე ადგილზე 76%-ით ტერ შტეგენია, შემდეგ კი ანდრეს ინიესტა – 73%-ით.
დანარჩენი ფეხბურთელები:
ივან რაკიტიჩი – 60%
ჟერარ დეულოფეუ და ანდრე გომეში – 59%
ჟორდი ალბა, სერჟი რობერტო და ფილიპე კოუტინიო – 52%
პაულინიო – 51%
პიკე – 49%
უმტიტი – 48%
ბუსკეტსი – 46%
ლუის სუარესი, დენის სუარესი, ალეიშ ვიდალი – 44%
იერი მინა – 42%
ლუკა დინი – 37%
ნელსონ სემედუ – 36%
ხავიერ მასკერანო – 35%
პაკო ალკასერი – 34%
ტომას ვერმალენი და ხოსე არნაისი – 33%
უსმან დემბელე – 31%.
რაც შეეხება მთავარ მწვრთნელს, ერნესტო ვალვერდეს ხმა მხოლოდ 40%-მა მისცა. საინტერესოა, რომ პიკე-უმტიტის დუეტმა 50%-ზე დაბალი შედეგი მიიღო, ალეიშ ვიდალმა და ლუის სუარესმა ერთი და იგივე რაოდენობის ხმები მიიღეს, ყველაზე ცუდად კი უსმან დემბელეს მიერ ჩატარებული სეზონი შეფასდა.
მეც მაასე ვვფიქქბ
ღადაობდნენ რა
დეულუფეო და ანდრე გომეში
