“ბარსელონას” უმძიმეს კალენდარი აქვს, პირველი გამოცდა ჩაბარებულია, “მალიორკა” საკუთარ სტადიონზე დამარცხდა, ახლა მეორე გამოცდის ჯერია, “მესტალია”, “ვალენსია” და გამაჯრვებისათვის სწრაფვა, 3 ქულა, რომელიც “ბარსელონას” ძალიან სჭირდება მეტი დამაჯერებლობისათვის “არსენალთან” მატჩის წინ. ამის შემდეგ “ბარსელონას” “ტაიმ – აუტ” მატჩი ექნება “სარაგოსასთან” სახლში, შემდეგ მესამე გამოცდა “არსენალი” და მეოთხე “სევილია”. ეს ოთხი მატჩი 11 დღის განმავლობაში, ფეხბურთელები ელემენტარულად “ქალაქის გაცნობასაც” ვერ ასწრებენ, ისე ელვის სისწრაფით უწევთ უკვე მეორე მატჩისათვის მზადება.
თუკი მარტის თვე “ბარსელონამ” ქულის დაუკარგავად დაასრულა, ეს უკვე ფაქტიურად ჩემპიონობის ტოლფასი იქნება, შემდეგ 2–3 აპრილს იქნება “ვილიარეალთან” მატჩი “წყალქვეშა ნავის” სტადიონზე და შემდეგ 16– 17 აპრილს კლასიკო, კლასიკო, რომელსაც შესაძლოა ფორმალური მნიშვნელობა ჰქონდეს, თუკი სხვაობა არ შემცირდა იმ მატჩს ძალიან დიდი ინტერესი არ ექნება, ნუ რა თქმა უნდა ყველა “კლასიკოსადმი” ინტერესი უდიდესია, უბრალოდ ისეთი არ ექნება, როგორიც შესაძლოა ერთნაირი ქულების ანდაც 3–4 ქულის დროს ჰქონოდა.
ნაწილი პირველი. ვილია “მესტალიას” უბრუნდება, გულშემატკივართა “კერპი და ღმერი” წინა სეზონში, ახლა სიტუაცია შეიცვალა, ვილია “ბარსელონელთა” რჩეულია, ვნახოთ, როგორ მიიღებენ მას “მესტალიაზე” და როგორ “გადაუხდის” მათ “სამაგიეროს” დავიდ ვილია გაახარებს მათ თუ დაამწუხრეს.
ნაწილი მეორე და უმთვრესი. ყველაფერს აქვს დასაწყისი და დასასრული. 2 წელია “ბარსელონა” ამ სტადიონზე ვერ იგებს, დროა ყველაფერი შეიცვალოს, იმედი ვიქონიოთ ეს დღეს მოხდება და რაც მთავარია ლამაზი თამაშით, თამაშის სტილით, რომლის გარეშეც “ბარსელონა” წარმოუდგენელია.