“ჟირონასთან” მატჩის მიმდინარეობისას ლუის სუარესი ყვითელი ბარათის მიღებას ცდილობდა იმის გამო, რომ მომდევნო შეხვედრა “ლას პალმასთან” გამოეტოვებინა და დარჩენილ მნიშვნელოვან შეხვედრებს დისკვალიფიკაციის ზღვარზე მყოფი არ შეხვედროდა. ამ საქციელმა, ძირითადად, უარყოფითი შეფასება დაიმსახურა, მათ შორის ლა ლიგის პრეზიდენტისგან, თუმცა მადრიდის “რეალის” და ესპანეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი, ხოსე ანტონიო კამაჩო აქ გასაკვირს ვერაფერს ხედავს.
“სუარესი გაფრთხილების მიღებას იმიტომ ცდილობდა, რომ “ატლეტიკოსთან” მნიშვნელოვან თამაშში მონაწილეობის მიღების შანსი გაენაღდებინა. ასე თითქმის ყველა ფეხბურთელი იქცევა, უბრალოდ ამ შემთხვევაში ურუგვაელს ეს კარგად არ გამოუვიდა”. – აცხადებს კამაჩო.
ალბაც კაიი შტერულად ცდილობდა.. სანამ არ მიცა ყვითელი მანამდე ათრია აქეთ იქეთ ის ჟირონას შემტევიი.. სამჯერ წააქცია. ეს კიდე შეტევაში ჩვეულებრივი მომენტის დროს რო მივარდაა მანამდე ექნაა ან სკამიდან დაეძახებინა ვინმეს მანამდე ლუის ყვითელი გაქვს მისაღებიო :დ
აუ ახალი ამბავი
ალბამ რომ მიიღო მერე გაახსენდა თვითონაც რომ მისაღები ქონდა 🙂
მადრიდისტა რომ ამას იტყვის დასაფასებელია
Geedzro zeda da miigebda
ალბა თავიდანვე ჩალიჩOბდა სუარეს კიდე დაავიწყდა და 89 წუთI იყო რო გაახსენეს 😀