“ბარსამანიაზე” დაახლოებით 2 წელია ვწერ და არ მინდა “კარიერა ისე დავასრულო”, რომ ამ ადამიანზე არ მქონდეს ერთი სტატია დაწერილი. რონალდინიო…
რონალდო დე ასის მორეირა ან უბრალოდ რონალდინიო დაიბადა 1980 წლის 21 მარტს ქალაქ პორტო ალერგეში. მას ძალიან უყვარდა ბურთის აქეთ–იქით გორაობა. იგი ძალიან თბილი და საყვარელი ბავშვი იყო. მამა ადრეულ ასაკში დაეღუპა. ოჯახში შემოტანილი მთელი ფული მისი ძმისთვის იხარჯებოდა, რომელიც ასევე ფეხბურთელი იყო. რონიმ “გრემიოს” დუბლებში დაიწყო. იგი იმდენად შესანიშნავი იყო, რომ ლუიშ ფელიპე სკოლარიმ სულ ცოტა ხანში პირველ გუნდში გადაიყვანა. პირველი პროფესიონალური კონტრაქტი, პირველი დიდი ფული და პირველი თამაშები, როგორც “გრემიოს” ფეხბურთელი. ის ბრწყინვალე გახლდათ. “პსვ” და “ლიდსი” მზად იყვნენ მის საყიდლად, თუმცა სანაცვლოდ უარი მიიღეს. შემდეგ იყო მსოფლიო ჩემპიონატი 17 წლამდელთა შორის. დე ასის მორეირამ ბრაზილიის ახალგაზრდულ გუნდს თასი მოაგებინა, თვითონ კი ჩემპიონატის საუკეთესო ფეხბურთელად აღიარეს. ამის შემდეგ იყო ბევრი კონფლიქტი “გრემიოს” ხელმძღვანელობასთან. საბოლოო ჯამში სუპერ ვარსკვლავმა აღარ მოისურვა ახალი კონტრაქტის გაფორმება. “არსენალში” გადასვლა არ გამოვიდა. “…მისტერ, მემგონი რომ უნდა ჩავერიოთ საქმეში და დავეხმაროთ ამ უნიჭიერეს ფეხბურთელს, მითუმეტეს მისთვის და მისი აგენტისთვის ფული ყოველთვის ბოლო ადგილზეა…”
ამონაწერი ფრანგული გაზეთიდან (2003 წელი)
“აი, დადგა დრო, როცა რონალდინიოს პარიზული გასიერნება ლოგიკურ დასასრულამდე მივიდა. ვაჰიდ ჰალილჰოჯიჩმა, “პე–სე–ჟეს” ახალმა მწვრთნელმა უკვე დაადასტურა ბრაზილიელის წასვლა და ეძებს ახალ, ნამდვილ ლიდერს: “მე არ მჭირდება ფეხბურთელი, რომელიც მთელ დროს ღამის კლუბებში ატარებს, როცა უნდა მაშინ აცდენს ვარჯიშებს და მხოლოდ ძლიერ მოწინააღმდეგეებთან თამაშობს კარგად.” აქ კი ვაჰიდი მართალია, რონი მართლაც ვერ დაიკვეხნის დისციპლინის მხრივ. თუმცა რა მისი ბრალია? პარიზი დიდი ქალაქია და ორი წლის განმავლობაში მან პრაქტიკულად შემოიარა ყველა ბარი თუ ღამის კლუბი. ასაკიც ისეთი აქვს, თინეიჯერული, რომ გართობის გარეშე ვერ გაძლებს. ლუის ფერნანდესიც, პარიზელთა ყოფილი მწვრთნელიც იგივე რაღაცეებში ადანაშაულებდა ამომავალ ვარსკვლავს. მაგრამ როცა გულზე ხელი დაიდო… ხელი დაიდო და თქვა, რომ მაგაზე უკეთესი “პარისსენტჟერმენს” მხოლოდ ერთი ჰყავდა თავის ისტორიაში: რაი. ფერნანდესმა ყველაფერი სიმართლე თქვა. თქვა, თუ როგორი თავდადებით იბრძოდა რონალდინიო ძლიერი გუნდების წინააღმდეგ. მართალია სუსტ მოწინააღმდეგეებთან არ სურად თამაში და მის გამო კლუბი ქულებს კარგავდა, თუმცა ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. გაიხსენეთ თუნდაც მისი გაკეთებული სასწაულები მარსელში. მან ერთმა გაანადგურა “ოლიმპიკი”. ეს შეხვედრა სამუდამოდ ჩაიწერა ჩვენი კლუბის ისტორიაში. წავიდა… წავიდა მაგრამ გულშემატკივრებმა მადლობა უნდა თქვან 2002 წლის მსოფლიო ჩემპიონატამდე რომ დაგვტოვა. ამ “მუნდიალზე” მან საბოლოოდ აჩვენა მისი მაღალი კლასი. ასე და ამგვარად ვუთხრათ მადლობა ამ შესანიშნავ ფეხბურთელს და ვიოცნებოთ, რომ ასეთი ტალანტი ერთხელ ჩვენს ქვეყანაშიც დაიბადოს. თუმცა… ის სულ სხვაა… სულ სხვა…”
ერთი ჩვეულებრივი ოჯახი (2005 წელი)

–მამა ოთახში კედელზე რომ გაქვს სურათი გაკრული, ვინ არის?
–ეგ შვილო რონალდინიოა. რა, არ გახსოვს რონი? ჩვენ ხომ ერთად ვუყურეთ გუშინ ტელევიზორში მაგის თამაშს.
–ააა, ის სასაცილო ბიძია?
–კი, კი, ის სასაცილო ბიძია. ისე რომ იცოდე ყველა ბრაზილიელი თავისებურად სასაცილოა.
–მაგრამ რატომ გაქვს გაკრული მისი სურათი კედელზე? იმიტომ რომ სასაცილოა?
–იმიტომ, რომ მან მოგვცა იმედი, მან მოგვცა სილამაზე, მან დაგივბრუნა ფეხბურთის სიყვარული; დიახ, ზუსტად მან და არა პუიოლმა, ჩავიმ ან ეტო’ომ.
–მამა შეგიძლია უფრო დაწვრილებით მომიყვე რონალდინიოზე?
–კი, მაგრამ ეს ცოტა გრძელი ისტორიაა; მზად ხარ მოსასმენად?
–კი, მე ყოველთვის მზად ვარ შენ მოგისმინო იმიტომ, რომ ყოველთვის საინტერესო რაღაცეებს მიყვები.
–კარგი შვილო, დავიწყოთ. რონალდინიო სასაცილო ბრაზილიელია, რაღაცნაირად ცოცხალი და მხიარული. ის რომ არა ახლა ჩემპიონები ვერ ვიქნებოდით. თუ ხარ “ბარსელონას” ფეხბურთელი, მაშინ შენთვის მთავარი ჩემპიონობაა. მართალია სეზონის დასაწყისში ვერ დაიწყო მან კარგად, თუმცა შემდეგ სრულად ჩაერთო თამაშში და შეიძლება ითქვას აღარც გამოერთო. სწორედ მისი წყალობით გავხდით ჩემპიონები. ოხ ღმერთო ჩემო ახლაც მახსოვს მისი სასწაული თამაში “ჩელსისთან” ჩემპიონთა ლიგაზე, თუმცაღა მაშინ არ გაგვიმართლა. მისმინე შვილო, რონალდინიო–ის არ არის ფეხბურთელი, ის ფეხბურთელზე მეტია, ის რაღაც განსაკუთრებულ ძალას ფლობს.
–პაპა კი ამას სულ არ ფიქრობს. იგი ამბობს, რომ გუნდში მთავარი კაპიტანია და ოთახში პუიოლის სურათიც უკიდია.
–პაპაშენი უკვე დაბერდა. მსოფლიო იცვლება, გემოვნება იცვლება, ყველაფერი იცვლება. მამაჩემი ფიქრობს, რომ პუიოლია ლიდერი, მე ვფიქრობ, რომ რონალდინიოა.
–ხო, სკოლაშიც ყველა მაგას ამბობს. ამბობენ, რომ ის მსოფლიოში საუკეთესო გახდება. მართალია ეს?
–ვნახოთ შვილო, ვნახოთ… ალბათ მართალია… ის სულ სხვაა… სულ სხვა….
გაგრძელება იქნება…