workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
“ბარსელონა” პარიზში ჩაფრინდა

“ბარსელონა” პარიზში ჩაფრინდა

დღეს დილით კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელები, მწვრთნელები და ხელმძღვანელობა პარიზში გაფრინდნენ და დანიშნულების ადგილზე 12:10 საათზე იყვნენ.

“ლურჯ-ბროწეულისფრები” პარიზის სასტუმროში უკვე დაბინავდნენ. “პარკ დე პრანსზე” დღეს კატალონიელები ერთ ვარჯიშს გამართავენ, ხვალ კი “პარი სენ-ჟერმენთან” მატჩი ელით.

გუნდს 21 ფეხბურთელთან ერთად ხელმძღვანელობის შემდეგი წევრები გაჰყვენ: ხორდი მესტრე, ხორდი, მოიჩი, ხავიერ ბორდასი, სილვიო ელიასი, ხოსეპ რამონ ვიდალი და ორიოლ თომასი.

შეგახსენებთ, რომ უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის პირველი მატჩი ამ გუნდებს შორის ხვალ, თბილისის დროით 23 საათსა და 45 წუთზე გაიმართება. შეხვედრის პირდაპირ ტრანსლაციას შემოგთავაზებთ პირველი არხი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward