“ბარსელონას” ბორდის ყოფილმა წევრმა, ხავიერ ბორდასმა Marca-სთან საინტერესო კომენტარები გააკეთა:
მინო რაიოლას ერლინგ ჰოლანდზე ვესაუბრე. ის მზად იყო, ნორვეგიელი ჩვენთვის €20 მილიონად მოეყიდა, მაგრამ მინო დამატებით კიდევ €20 მილიონს ითხოვდა.
შემეძლო, “ბარსაში” ტიბო კურტუა მომეყვანა – ბელგიელმა “ჩელსის” “ბარსელონა” არჩია, მაგრამ სამწვრთნელო შტაბმა უპირატესობა ტერ შტეგენისა და კლაუდიო ბრავოს შეძენას მიანიჭა.
მბაპეს “ბარსელონაში” ტრანსფერი €100 მილიონად შესაძლებელი იყო. ნეიმარის წასვლის გამო გარემარბი გვჭირდებოდა. “ბარსამ” დემბელე შეიძინა, მაგრამ შეეძლო, კილიანიც ეყიდა. მბაპეს ბენზემა-ბეილი-რონალდუს ტრიოს გამო “რეალ მადრიდში” წასვლა არ სურდა, მაგრამ “ბლაუგრანამ” კოუტინიო დაიმატა.
ნეგრეირას საქმეზე არაფერი ვიცოდით. შეუძლებელია, “ბარსელონას” მსაჯები მოესყიდა. ყველასთვის ცნობილია, რომ არბიტრები “ბარსას” სასარგებლოდ არასდროს მოქმედებდნენ.
ფილიპე კოუტინიო “ბარსელონას” უახლეს ისტორიაში ყველაზე ცუდი ტრანსფერია.
ხავიერ ბორდასი “ბარსელონაში” 2005-2020 წლებში მუშაობდა.
ბევრი კარგი ტრანსფერიც იყო
ურემი, რომ გადაბრუნდება გზა მერე გამოჩნდებაო. მერე ყველა მაგრები ხართ. ეს შეგვეძლო, ის შეგვეძლო. მაშინ გექნა რამე თუ ესეთი მაგარი იყავი.
კურტუას ვინ მოიყვანდა მესიმ და სუარესმა ამოტენეს, ატლეტიკოში თუ პსჟ-ში
ყველა ტრანსფერი საშინელება იყო ბოლო 5, 6 წელში.
ჰოლანდის არვიცი მარა აი მბაპე მართლაც იფრენდა ბარსაშიი მაგრამ 2017 წელს დემბელეს მოყვანა იმ გადმოსახედიდან რეალურად უფრო კარგი იყო გუნდისთვის უფრო ნეის სტილი იყო დემბო სასწაული დრიბლინგით 20+ ასისტს აკეთებდა დორტმუნდში ნამდვილად ვერავინ წარმოიდგენდა ესე თუ განვითარდებოდა ყველაფერი მომავალში მაგრამ ძაან მგონია რო დემბელეს საუკეთესო ვერსია არ გვინახია ჯერ 26 ისაა ჯერ მარტო სადაც ბენზემას ეხლა ქონდა პრაიმი დემბო რატო არაა? უდიდესი პოტენციალი როაქ ორიაზრი არაა
მბაპე და დემბელე ერთად აუ. დავაფსი თავზე და ხელზე ვინც კოუტინიოს მოყვანას აუწია ხელი
მოიყვანონ და მერე იმას ვეღარ იტყვიან ხავის მესი არ ყავდა და მაგიტო აჩვენებს ცუდ შედეგებსო მესისფან ერთად ლიგაზე 2 წარუმატებელი თამაში ჯგუფურ ეტაპზე და ეგრევე გაასხამს გუნდიდან და ამ Xaviballის 1-0ებს და რაფინიას უაზრო ჩაწოდებებს აღარ ვუყურებ იმედია
და სხვა ყველა გუნდს მესი ყავს რო გადიან ჯგუფური ეტაპიდან???ეგ თუ გასამართლებელი საბუთია რავი…და შემადგენლობა თავის თავს აბრალოს ჩავიმ ნევეშებს ფოიტებს და სუბიმენდებს რო დასდევს ამდენი ფინთი კრუშკა თავისივე მოყვანილი ფეხბურთელების მერე…მწვრთნელის ბრალია ყველა ვარიანტში და გასაპინტრიშებელია…
აჰაამ…და მაინც და მაი ც ეხლა ნევეშს ყიდულობენ ხო??🤣🤣🤣🤣🤣🤣ვაა ბიჭო ამისთანა არაფერი მინახავს კლუბი კიარა ცირკია კლოუნებით სავსე…მესი რისთვის მოყავთ თავის კარიერაში პირველად ჯგუფურ ეტაპზე რო ჩატოვონ??🥴