მთავარ შიგთავსზე გადასვლა
ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ლუის სუარესი – მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი 2016 წელს

ლუის სუარესი – მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირი 2016 წელს

საფეხბურთო ისტორიისა და სტატისტიკის საერთაშორისო ფედერაციამ (IFFHS)  ლუის სუარესი მსოფლიოს საუკეთესო ბომბარდირად დაასახელა.

გასულ სეზონში ლუის სუარესის ანგარიშზე 40 გოლი იყო ლა ლიგაში. ქვეყნების ჩემპიონატებში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, ურუგვაელმა ფეხბურთელმა პირველი ადგილი დაიკავა და გადაუსწრო ზლატან იბრაჰიმოვიჩს (38), გონსალო იგუაინსა (36) და კრიშტიანო რონალდუს (35).

სუარესმა ეს ჯილდო უკვე მესამედ მოიგო. 2010 წელს მან ეს პრიზი “აიაქსის” შემადგენლობაში მიიღო, 2014 წელს კი – “ლივერპულის”.

26 გატანილი გოლით ლეო მესი ათეულში შევიდა. ასე რომ, “ბარსელონა” ერთადერთი კლუბია, რომელსაც ჩამონათვალში 2 წარმომადგენელი ჰყავს.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

კომენტარები (3)

  • mesi_10
    schedule 30 დეკ 2016, 22:15

    ვაა აიაქსის შემადგენლობაშიც თუ ქონდა მსგავსი მიღწევა არ ვიცოდი.

  • KoCheQsa
    schedule 30 დეკ 2016, 13:17

    გამოხტება ეხლა ვიღაც 5 წლის მადრიდისტა და იტყვის რო ამას მორატა ან ბენზემა ჯობია, პაჩიმუ

  • maxodali
    schedule 30 დეკ 2016, 12:03

    სუა არ არის ტიპიური ფორვარდი ყველასგან განსხვავებულია თავისი არაორდინალური თამაშით,სასწაული გოლეადორია შექმნაც შეუძლია,არასდროს დამავიწყდება პსჟ-თან ჩადენილი სასწაულები.