“მანჩესტერ იუნაიტედის” შვედმა ფორვარდმა, ზლატან იბრაჰიმოვიჩმა, ერთ კალენდრულ წელში გატანილი გოლების რაოდენობის მიხედვით, პირადი რეკორდი გაიმეორა.
35 წლის შვედმა 2016 წელს 50 გოლის გატანა მოახერხა და კატალონიის “ბარსელონას” არგენტინელ ლიდერს, ლიონელ მესის მიუახლოვდა, რომელსაც თავის მხრივ, 51 გოლი უგროვდება.
აღსანიშნავია, რომ იბრაჰიმოვიჩს 2016 წელს კიდევ ერთი მატჩი აქვს ჩასატარებელი, ეს იქნება 31 დეკემბერს “მიდლსბროს” წინააღმდეგ. მესიმ კი უკვე რამდენიმე დღეა ოჯახთან ერთად როსარიოში ისვენებს.
ამ დროისათვის 2016 წლის საუკეთესო ბომბარდირთა სია ასე გამოიყურება:
1. ლიონელ მესი (“ბარსელონა”, არგენტინა) – 51 გოლი
2. ზლატან იბრაჰიმოვიჩი (“იუნაიტედი”, შვედეთი) – 50 გოლი
3. ლუის სუარესი (“ბარსელონა”, ურუგვაი) – 48 გოლი
4. კრიშტიანუ რონალდუ (“რეალი”, პორტუგალია) – 42 გოლი




Msoflioshi sauketeso forvardi. Magrad mevaseba ra
20 წლის უკან
25-ის როდის იყო თვითონ თუ ახსოვა
25 wlis ibraa 😀
Shecdoma 35 wlisaa. Calu fexi samareshi aq ukve 🙂
ეს რონალდო რატო მიაკვეხეთ? უნდა დაწეროთ ტოპ 3 ან ტოპ 5 .. ეს 4 კაცი რა პონტია
რა ახალგაზრდა ყოფილა შვედი არადა მეგონა 35 წლის იყო…
+nakrebis golebit messis 59 aqvs mainc ajobebs