მას შემდეგ, რაც ლუის სუარესმა “ბარსელონასთან” კონტრაქტი 2021 წლამდე გაახანგრძლივა, ცნობილი გახდა, რომ “ბლაუგრანაში” ყველაზე მაღალანაზღაურებადი ფეხბურთელები ნეიმარი, მესი და სუარესი არიან.
ჯერჯერობით, ლეო მესის ახალ კონტრაქტთან დაკავშირებით ახალი არაფერია, მოლაპარაკებები კვლავ გრძელდება, ამ დროისთვის კი ყველაზე მაღალი ხელფასი 24 წლის ბრაზილიელ ნეიმარ და სილვას აქვს.
ნეიმარი “ბარსელონასგან” წელიწადში 30 მილიონ ევროს იღებს, მას მოჰყვება ლეო მესი 22 მილიონით, მესამე ადგილს კი შემტევი ტრიოს მესამე წევრი ლუის სუარესი (12 მლნ.) იკავებს.



