“ბარსელონას” მთავარმა მწვრთნელმა, ლუის ენრიკემ, “ესპანიოლთან” დღეს გასამართი მატჩისთვის, 18-კაციანი განაცხადი დაასახელა, რომელშიც დისკვალიფიკაციამოხდილი ნეიმარიც მოხვდა.
კვლავ ტრავმირებულია ჟერემი მატიე, ხოლო ხორდი მასიპი, ანდრე გომეში და ალეიშ ვიდალი განაცხადს მიღმა მწვრთნელის გადაწყვეტილებით დარჩნენ.
“ბარსელონას” განაცხადი ასე გამოიყურება: ტერ შტეგენი, სილესენი, პიკე, რაკიტიჩი, ბუსკეტსი, დენისი, თურანი, ინიესტა, სუარესი, მესი, ნეიმარი, რაფინია, მასკერანო, ალკასერი, ალბა, დინი, ს. რობერტო, უმტიტი.



