“პარი სენ-ჟერმენის” სპორტულმა დირექტორმა პატრიკ კლუივერტმა უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის წილისწყრის თაობაზე კომენტარი გააკეთა. ფრანგულ გუნდს “ბლაუგრანასთან” დაპირისპირება ხვდა წილად. პირველი მატჩი პარიზში 14 თებერვალს გაიმართება, საპასუხო კი ბარსელონაში – 8 მარტს.
“ბარსელონას” წინააღმდეგ არაერთი შესანიშნავი მატჩი ჩავატარეთ. ჩვენ გუნდს წყვილის აუტსაიდერად არ დავასახელებ, რადგან საკმარისი კლასი გვაქვს. გვესმის, რომ სერიოზული კონკურენცია გველის. “ბლაუგრანამ” იცის რომ, შედეგი წინასწარ განსაზღვრული არ არის. ეს მნიშვნელოვანია.” – ციტირებს კლუივერტის სიტყვებს უეფას ოფიციალური საიტი.


