“ბარსელონას” პრეზიდენტს, ხოსეპ მარია ბართომეუს ეჭვი არ ეპარება იმაში, თუ ვინ არის ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელი კატალონიის კლუბში ისტორიაში. ესპანური გრანდის ხელმძღვანელმა არგენტინელი ლეგენდა, ლიონელ მესი დაასახელა.
“მესი “ბარსელონას” ისტორიაში ყველაზე მნიშვნელოვანი ფეხბურთელია. ამ თემასთან დაკავშირებით არანაირი ეჭვი არ არსებობს. ჩვენ გუნდში მსოფლიოს საუკეთესო მოთამაშეები ირიცხებოდნენ, როგორებიც არიან: კუბალა, რომარიო, კრუიფი, მარადონა, რონალდო და რონალდინიო. მიუხედავად ამისა, მესის ვერც ერთი მათგანი ვერ შეედრება. ის დიდებული და უნივერსალური გუნდის ფორმირებაში გვეხმარება. თუმცა, არ არსებობს ფეხბურთელი, რომელიც “ბარსელონაზე” მაღლა დგას.” – განაცხადა ბართომეუმ.



