workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მილიტო: “არგენტინა ერთადერთი ადგილია, სადაც მესის აკრიტიკებენ”

მილიტო: “არგენტინა ერთადერთი ადგილია, სადაც მესის აკრიტიკებენ”

“ბარსელონასა” და არგენტინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთლი გაბრიელ მილიტო მიიჩნევს, რომ მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელს, ლიონელ მესის, სამშობლოში, უსამართლოდ აკრიტიკებენ ხოლმე.

“მესი არის ფეხბურთელი, რომელსაც აღფრთოვანებაში მთელი მსოფლიო მოჰყავს. ის ფეხბურთის მეფეა. არგენტინა კი ერთადერთი ადგილია, სადაც ის ასეთ გადამეტებულ კრიტიკას იღებს. თუმცა, ეს ის სიტუაციაა, რომელში ცხოვრებასაც ის უნდა მიეჩვიოს.

ძალიან ვწუხვარ, რადგან ლეოს ვიცნობ და ვიცი, როგორი იმედგაცრუებულია ის ასეთ დროს. კრიტიკა არავის უყვარს. ზოგს კრიტიკის მიუხედავად ცხოვრება შეუძლია, ზოგს კი – უჭირს. ლეოს კრიტიკა ტანჯავს.

მესი, წარმატების მიღწევისთვის, უდიდეს ძალისხმევას ხარჯავს და როდესაც წარუმატებლობას კრიტიკა ემატება, ის რთულ მდგომარეობაში ვარდება.

დარწმუნებული ვარ, მოგება მასზე მეტად არცერთ არგენტინელს არ სურს.”

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward