workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბენ არფა: “ბარსელონაში არ გავფრენილვარ”

ბენ არფა: “ბარსელონაში არ გავფრენილვარ”

29 წლის ფეხბურთელი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციებს უარყოფს.

მოგეხსენებათ, ფრანგულმა ავტორიტეტულმა გამოცემამ L’Equipe-მ გუშინ დაწერა, რომ ჰატემ ბენ არფა კატალონიის დედაქალაქში მოლაპარაკებების გასამართად გაემგზავრა. თუმცა, თავად ფეხბურთელი ამ ინფორმაციას არ ადასტურებს.

“მიუხედავად იმისა, რაც წავიკითხე, ბარსელონაში არ გავფრენილვარ. მე ნიცაში ვარ. ამჟამად ჩემი ყურადღება “გენგამის” წინააღმდეგ გასამართ მომდევნო შეხვედრაზეა ორიენტირებული. 100%-ით კონცენტრირებული ვარ გუნდის თამაშებზე”, – ციტირებს ბენ არფას სიტყვებს კლუბის ოფიციალური ვებ-გვერდი.

აღსანიშნავია, რომ ფრანგი შემტევი ნახევარმცველის მიმდინარე ხელშეკრულება “ნიცას” ხელმძღვანელობასთან სეზონის ბოლოს იწურება. აგრეთვე, სხვადასხვა წყაროზე დაყრდნობით, “ბლაუგრანას” გარდა, ჰატემის გადაბირებით “მილანი”, “ლივერპული”, “ჩელსი”, “ბაიერნი”, “ლიონი” და “ლაციო” ინტერესდებიან.

მიმდინარე სეზონში ბენ არფას ანგარიშზე 36 მატჩში 18 გატანილი ბურთი და ხუთი საგოლე გადაცემაა.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward