კატალონიის “ბარსელონას” აკადემია “ლა მასია” მსოფლიოში აღიარებული ბავშვთა საფეხბურთო სკოლაა, თუმცა ბოლო დროს ყველა აქტიურად საუბრობს აკადემიის ჩავარდნაზე. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ის “ბარსელონას” თერთმეტეულს სასტარტო შემადგენლობით ვერ უზრუნველყოფს. უკანასკნელად, “ბლაუგრანამ” “ლა მასიას” “პროდუქტით” 2008 წელს “ისარგებლა”. სწორედ 7 წლის წინ, როდესაც გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ედგა, “ბარსელონას” პირველ გუნდში ჩაირიცხა სერხიო ბუსკეტსი და პედრო როდრიგესი – ფეხბურთელები, რომლებიც მალევე იქცნენ “ბარსას” მამოძრავებელ ძალად და კლუბთან ერთად გატარებულ 6 სეზონში 3ჯერ ლა ლიგისა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს.
ამის შემდეგ აკადემიაში ბევრი ნიჭიერი ტალანტი ირიცხებოდა, რომლებსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, შეგვიძლია მცირე ჩამონათვალიც გავაკეთოთ: ბოიან კრკიჩი, კრისტიან ტელიო, ისააკ კუენკა, ჟერარ დეულოფეუ, ჟეფრენ სუარესი, მარკ მუნიესა, ტიაგო ალკანტარა, მარტინ მონტოია და ა.შ. ჩამოთვლითაგან “ბარსელონაში” ადგილი ვერცერთმა ვერ დაიმკვიდრა და დღეს ყველა მათგანი სხვა კლუბის ღირსებას იცავს. ახლანდელი მიმდინარეობით, “ბარსელონას” ძირითად გუნდში “ლა მასიას” მხოლოდ 2 ახალგაზრდა აღსაზრდელი ირიცხება, მარკ ბარტრა და სერხი რობერტო.

მარკ ბარტრა (1991)
მარკ ბარტრა არეგალი 1991 წლის 15 იანვარს, ესპანეთის უბრალო ქალაქ სანტ ჟაუმე დელს დომენსში დაიბადა. ფეხბურთი თავიდანვე იტაცებდა. ქუჩა ეს არის ადგილი, სადაც იგი 11-წლამდე თითქმის ყოველდღე თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო ამ ასაკში მან გადაწყვიტა წამოეწყო საფეხბურთო კარიერა და ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ”ბარსელონა” აირჩია. 2010 წლამდე ბარტრა იყო კატალონიელთა აკადემიის, ხოლო შემდეგ ”ბარსა ბ-ს” ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წევრი. 2010-ში კი მისი ოცნება ახდა და იგი ოფიციალურად გახდა კატალონიური გრანდის პირველი გუნდის წევრი.
ბარტრას პოტენციალი და ნიჭი ყველასათვის შესამჩნევი იყო, თუმცა ახალბედა ესპანელმა მცველმა ძირითადში ადგილი მაინც ვერ დაიმკვიდრა… მის კატალონიურ კარიერაში ალბათ ყველაზე ცუდი მომენტი მადრიდის “რეალთან” სამეფო თასის ფინალში შეხვედრა იყო, 2014 წელს, როდესაც ბარტრას საბედისწერო შეცდომას გარეთ ბეილის გოლი და ტიტულის დათმობა მოჰყვა, დიდი როლი შეასრულა “სან მამესზე” ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს “ატლეტიკთან” 4:0 მარცხისას დაშვებულმა ძალიან უხეშმა შეცდომებმაც. ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთელი უკვე 24 წლისაა.

სერხი რობერტო (1992)
რაც შეეხება სერხი რობერტოს, ის “ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელს მოედნის ცენტრში სწრაფი კომბინაციების აგება შეუძლია. სერხი რობერტო ჭკვიანი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველია. ის ფაქტი, რომ ის ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, სერხი რობერტოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.
ადრეული წლები
სერხი რობერტო დაბადებულია და გაზრდილია კატალონიაში, ასე რომ მან კარგად იცის თუ რამდენად რთულია საფეხბურთო ბარიერების გადალახვა და საბოლოოდ ”ბარსელონას” პირველ გუნდში მოხვედრა. 14 წლამდე იგი მოყვარულის დონეზე თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ საკმაოდ კარგად. ყველა აღფთოვანებული იყო, თუ როგორ შეეძლო ჩვეულებრივ ”უბნის ბიჭს” ასე კარგად თამაში. ხოლო 14 წლის ასაკში სერხი უკვე სერიოზულად მოეკიდა ამ სპორტის სახეობას. მან 3 წელი გაატარა ”ბარსას” ახალგაზრდულ კლუბებში და საბოლოოდ 17 წლის ასაკში დაიმკვიდრა ადგილი კატალონიელთა მეორე გუნდში. პირველივე სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა და თავის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ”ბარსა ბ” 11 წლიანი პაუზის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდა.
პირველი გუნდი
23 წლის ესპანელის დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში პეპ გვარდიოლას პერიოდში, კონკრეტულად კი 2010/2011 სეზონში შედგა, მაშინ მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხერარდო მარტინოს (2013-2014) დამსახურებით კი ის ოფიციალურად პირველ გუნდში ჩაირიცხა, როდესაც “ბარსელონა ბ” დატოვა (2009-2013).
სერხი რობერტოს ტალანტი ლუის ენრიკესთვისაც არ ყოფილა შეუმჩნეველი მან გასულ სეზონში ნახევარმცველს 18 შეხვედრაში მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რობერტოს აქტივში კი 2 გოლი ჩაიწერა. მიმდინარე სეზონში კლუბის მწვრთნელმა ფეხბურთელს სრული ნდობა გამოუცხადა და მან უკვე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი ეფექტური ქმედებებით, გმირობებით და გოლითა დაგვამახსოვრა. 23 წლის ესპანელმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, სადაც “ბარსელონამ” მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (4:0), ახალგაზრდა ნახევარმცველის წვლილი კი საკმაოდ დიდი იყო. 2015-2016 სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა, სერხი რობერტოს კი დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს და ძირითადი შემადგენლობისთვისაც იბრძოლოს…
“სერხი რობერტოს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში.” – ლუის ენრიკე (2015)
მომხმარებლის თხოვნით, სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი
მეტი სათამაშო დრო უდა და თავსაც უფრო გამოიჩენს
Dდა რაფინია არ არის ბარსას აღზრდილი? ისე ბევრი წერს რომ თIაგო მაგარი არიო და გეთანხმებით მაგრამ სტილით ძმა უფრო მომწონს
xavi ara iniesta cota dakuntuli ro iyos yaya toure iqneboda meore . shoreuli gasrolebi pasebi da ravi yaya tu ara sedu keitaa ra