workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხი რობერტო – ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი „ლა მასიელი“

სერხი რობერტო – ერთ-ერთი ყველაზე იმედისმომცემი „ლა მასიელი“

კატალონიის “ბარსელონას” აკადემია “ლა მასია” მსოფლიოში აღიარებული ბავშვთა საფეხბურთო სკოლაა, თუმცა ბოლო დროს ყველა აქტიურად საუბრობს აკადემიის ჩავარდნაზე. ამის მიზეზად კი ის სახელდება, რომ ის “ბარსელონას” თერთმეტეულს სასტარტო შემადგენლობით ვერ უზრუნველყოფს. უკანასკნელად, “ბლაუგრანამ” “ლა მასიას” “პროდუქტით” 2008 წელს “ისარგებლა”. სწორედ 7 წლის წინ, როდესაც გუნდს სათავეში პეპ გუარდიოლა ედგა, “ბარსელონას” პირველ გუნდში ჩაირიცხა სერხიო ბუსკეტსი და პედრო როდრიგესი – ფეხბურთელები, რომლებიც მალევე იქცნენ “ბარსას” მამოძრავებელ ძალად და კლუბთან ერთად გატარებულ 6 სეზონში 3ჯერ ლა ლიგისა და 2-ჯერ ჩემპიონთა ლიგის მოგება შეძლეს.

ამის შემდეგ აკადემიაში ბევრი ნიჭიერი ტალანტი ირიცხებოდა, რომლებსაც უდიდეს მომავალს უწინასწარმეტყველებდნენ, შეგვიძლია მცირე ჩამონათვალიც გავაკეთოთ: ბოიან კრკიჩი, კრისტიან ტელიო, ისააკ კუენკა, ჟერარ დეულოფეუ, ჟეფრენ სუარესი, მარკ მუნიესა, ტიაგო ალკანტარა, მარტინ მონტოია და ა.შ. ჩამოთვლითაგან “ბარსელონაში” ადგილი ვერცერთმა ვერ დაიმკვიდრა და დღეს ყველა მათგანი სხვა კლუბის ღირსებას იცავს. ახლანდელი მიმდინარეობით, “ბარსელონას” ძირითად გუნდში “ლა მასიას” მხოლოდ 2 ახალგაზრდა აღსაზრდელი ირიცხება, მარკ ბარტრა და სერხი რობერტო.

მარკ ბარტრა (1991) 

მარკ ბარტრა არეგალი 1991 წლის 15 იანვარს, ესპანეთის უბრალო ქალაქ სანტ ჟაუმე დელს დომენსში დაიბადა. ფეხბურთი თავიდანვე იტაცებდა. ქუჩა ეს არის ადგილი, სადაც იგი 11-წლამდე თითქმის ყოველდღე თამაშობდა ფეხბურთს, ხოლო ამ ასაკში მან გადაწყვიტა წამოეწყო საფეხბურთო კარიერა და ამისთვის მსოფლიოს საუკეთესო კლუბი ”ბარსელონა” აირჩია. 2010 წლამდე ბარტრა იყო კატალონიელთა აკადემიის, ხოლო შემდეგ ”ბარსა ბ-ს” ერთ-ერთი ყველაზე პერსპექტიული წევრი. 2010-ში კი მისი ოცნება ახდა და იგი ოფიციალურად გახდა კატალონიური გრანდის პირველი გუნდის წევრი. 

ბარტრას პოტენციალი და ნიჭი ყველასათვის შესამჩნევი იყო, თუმცა ახალბედა ესპანელმა მცველმა ძირითადში ადგილი მაინც ვერ დაიმკვიდრა… მის კატალონიურ კარიერაში ალბათ ყველაზე ცუდი მომენტი მადრიდის “რეალთან” სამეფო თასის ფინალში შეხვედრა იყო, 2014 წელს, როდესაც ბარტრას საბედისწერო შეცდომას გარეთ ბეილის გოლი და ტიტულის დათმობა მოჰყვა, დიდი როლი შეასრულა “სან მამესზე” ესპანეთის სუპერთასზე ბილბაოს “ატლეტიკთან” 4:0 მარცხისას დაშვებულმა ძალიან უხეშმა შეცდომებმაც. ყველაფერთან ერთად არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ფეხბურთელი უკვე 24 წლისაა. 

სერხი რობერტო (1992) 

რაც შეეხება სერხი რობერტოს, ის “ბარსელონას” ახალგაზრდული სისტემის ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემი ფეხბურთელია. სწრაფ და ტექნიკურ ფეხბურთელს მოედნის ცენტრში სწრაფი კომბინაციების აგება შეუძლია. სერხი რობერტო ჭკვიანი და ფიზიკურად ძლიერი ნახევარმცველია. ის ფაქტი, რომ ის ბუნებრივი ნიჭითაა დაჯილდოებული, სერხი რობერტოს დიდ მომავალს უწინასწარმეტყველებს.

ადრეული წლები

სერხი რობერტო დაბადებულია და გაზრდილია კატალონიაში, ასე რომ მან კარგად იცის თუ რამდენად რთულია საფეხბურთო ბარიერების გადალახვა და საბოლოოდ ”ბარსელონას” პირველ გუნდში მოხვედრა. 14 წლამდე იგი მოყვარულის დონეზე თამაშობდა ფეხბურთს, მაგრამ საკმაოდ კარგად. ყველა აღფთოვანებული იყო, თუ როგორ შეეძლო ჩვეულებრივ ”უბნის ბიჭს” ასე კარგად თამაში. ხოლო 14 წლის ასაკში სერხი უკვე სერიოზულად მოეკიდა ამ სპორტის სახეობას. მან 3 წელი გაატარა ”ბარსას” ახალგაზრდულ კლუბებში და საბოლოოდ 17 წლის ასაკში დაიმკვიდრა ადგილი კატალონიელთა მეორე გუნდში. პირველივე სეზონში მან 22 მატჩი ჩაატარა და თავის წვლილი შეიტანა იმაში, რომ ”ბარსა ბ” 11 წლიანი პაუზის შემდეგ სეგუნდა დივიზიონში დაბრუნდა.

პირველი გუნდი

23 წლის ესპანელის დებიუტი “ბარსელონას” პირველ გუნდში პეპ გვარდიოლას პერიოდში, კონკრეტულად კი 2010/2011 სეზონში შედგა, მაშინ მან მხოლოდ 3 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა. ხერარდო მარტინოს (2013-2014) დამსახურებით კი ის ოფიციალურად პირველ გუნდში ჩაირიცხა, როდესაც “ბარსელონა ბ” დატოვა (2009-2013). 

სერხი რობერტოს ტალანტი ლუის ენრიკესთვისაც არ ყოფილა შეუმჩნეველი მან გასულ სეზონში ნახევარმცველს 18 შეხვედრაში მისცა თავის გამოჩენის საშუალება, რობერტოს აქტივში კი 2 გოლი ჩაიწერა. მიმდინარე სეზონში კლუბის მწვრთნელმა ფეხბურთელს სრული ნდობა გამოუცხადა და მან უკვე 23 შეხვედრაში მიიღო მონაწილეობა, სადაც თავი ეფექტური ქმედებებით, გმირობებით და გოლითა დაგვამახსოვრა. 23 წლის ესპანელმა ბრწყინვალე თამაში აჩვენა “ელ კლასიკოში” მადრიდის “რეალის” წინააღმდეგ, სადაც “ბარსელონამ” მორიგი ისტორიული გამარჯვება მოიპოვა (4:0), ახალგაზრდა ნახევარმცველის წვლილი კი საკმაოდ დიდი იყო. 2015-2016 სეზონის დიდი ნაწილი ჯერ კიდევ წინაა, სერხი რობერტოს კი დიდი დრო აქვს იმისთვის, რომ საკუთარი შესაძლებლობები ბოლომდე გამოავლინოს და ძირითადი შემადგენლობისთვისაც იბრძოლოს… 

“სერხი რობერტოს სხვადასხვა პოზიციაზე შეუძლია თამაში. მან კიდევ ერთხელ დაამტკიცა, რომ შეუძლია მარჯვენა მცველის პოზიციაზე თამაში.” – ლუის ენრიკე (2015) 

მომხმარებლის თხოვნით, სპეციალურად Barcamania.Ge-ისთვის ©
ავტორი: ჯერემი რენერი

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (24)

  • irakl
    schedule 10 იან 2016, 23:13
    #20

    მართალი ხარ მე ინიესტას ვამგვანებ
    drinks

  • irakl
    schedule 10 იან 2016, 23:12
    #19

    კიდევ მეტი უნდა ათამაშოს ენრიკემ მაგარია ეს ბიჭი rofl yahoo

  • giorgi shengelia
    schedule 10 იან 2016, 20:53
    #18

    ეს ფეხბურთელი ბარსას შეეფერება flag

  • GuRo_SaBurtalo
    schedule 10 იან 2016, 20:50
    #17

    უნიჭიერესია

  • mettal
    schedule 10 იან 2016, 20:04
    #16

    რობერტოს თავიდანვე ვგულშემატკივრობდი ნიჭი რო ქონდა ეტყობოდა მარა შემდეგ პროგრესირება შეწყვიტა და ძირითადად მწვრთნელების უნდობლობით იყო გამოწვეული,არ ენდობოდნენ და ძაან იშვიათად ხვდებოდა ძირითადში.იმედი მართლა არ მქონდა რო მოუმატებდა,მაგრამ დღეს ყველა ვხედავთ რამხელა პროგრესი აჩვენა.რო ვუყურებ გამოცდილ პროფესიონალს ვხედავ,ყველაფერ იდეალრად აკეთებს,მსიამოვნებს მისი თამაშის ყურება.ძალიან სწრაფად შეუძლია გადაწყვეტილების მიღება და რაც მთავარია თავს მხოლოდ სუსტ გუნდებთან არ იჩენს,რეალთან მართლაც ერთ-ერთი საუკეთესო იყო.ჯერ ახალგაზრდაა პროფესიონალებთან თამაში და კონკურენცია კიდევ უფრო გაზრდის მის დონეს.კიდევ უფრო მეტად ვბალეშჩიკობ და დიდი იმედი მაქვს.
    პ.ს ნეტავ რაფინიაც არ დატრავმულიყო ისიც ძაან ნიჭიერია

  • BaKuRa
    schedule 10 იან 2016, 19:11
    #15

    tiago kai iyo

  • cezo45
    schedule 10 იან 2016, 18:51
    #14

    სერხი რობერტოსგან კიდევ უფრო მეტს ველოდები შეუძლია მაღალ დონეზე თამაში და აუცილებლად გამოადგება ბარსას თან ტიპი ყველგან თამაშობს,კინო როა შტანგა გოლი ჯოტიას რო ეკითხებიან რა პოზიციაზე თამაშობო და პასუხი,მცველს თავდამსხმელს რავიცი კარშიც შემიძლია ჩავდგეე ამაზეა ნათქვამი :))

  • Nikkaaa
    schedule 10 იან 2016, 18:50
    #13

    კარგია რობერტო მარა ტიაგო რომ იყო ისეთი ვერაა…

  • MNS 9 10 11
    schedule 10 იან 2016, 18:48
    #12

    რობერტო მაგარი დადგაა

  • BOJAN KRKIC.
    schedule 10 იან 2016, 18:42
    #11

    უნდა დააბრუნონ იმსახურებს …

  • ANRIBARCA
    schedule 10 იან 2016, 18:31
    #10

    არადა შარშან ყელა აგინებდა გაუშვით

  • Bola
    schedule 10 იან 2016, 18:29
    #9

    არა ეგ ვიცი, მაგრამ მაინტერესებს ამდენი ნახევარმცველის შემდეგ თუ დააბრუნებენ ზაფხულში.

  • WHITE LEGEND
    schedule 10 იან 2016, 18:22
    #8

    მომავალი ხავი

  • BOJAN KRKIC.
    schedule 10 იან 2016, 18:14
    #7

    არენდითაა და დაიბრუნებენ მარა ჰალილოვიჩი ლა მასიაში აღზდილი არაა

  • BOJAN KRKIC.
    schedule 10 იან 2016, 18:09
    #6

    ბოიანზე და კუენკაზე ძაან მწყდება გული … ზუსტად ბარსას სტილის იგროკები არიან … რაც შეეხება მუნიესას ეხლაც ძაან მინდა რო დააბრუნონ

  • FCBYNWA
    schedule 10 იან 2016, 18:03
    #5

    რობერტო მართლა ძაან მომწონს ამ სეზონში ფაქტია აქვს დიდი ნიჭი და მონაცემები და როცა ფორმაშია ავლენს შესაზლებლობებს… თან უნიკალურია იმითაც რო ნახევარდაცვის თითქმის ყველა პოზიციაზე შეუძლია თამაში და ასევე დაცვის მარჯვენა ფლანგზე… არაა დასაკარგი ბიჭი უნდა უმაღლესი კლასის იგროკი უნდა დააყენონ წესით და შეინარჩუნონ დიდი ხანი

  • Bola
    schedule 10 იან 2016, 17:59
    #4

    ჰალიოვიჩი? ვითომ არ დაიბრუნებს მალე ბარსა?

  • ჩამოსხმული კულე
    schedule 10 იან 2016, 17:58
    #3

    ბრატცი messi…the world is yours ის ფბ შეგიძლიათ დალინკოთ? ვუთხრათ რო დაბრუნდეს ვიღაც ნაბ…არი ლაწIრაკის გამო არ უნდა წასულიყო

  • bravo-fcb
    schedule 10 იან 2016, 17:55
    #2

    Unichieresia namdvilad.momavalixar chveni roberto midi picxel sheubere

  • Bali ati shauri
    schedule 10 იან 2016, 17:49
    #1

    Dzaan magaria roberto,statia momewona magram bartra rowavikitxe gulisrevis shegrzneba dameufla,chaajva statiashi wink