მილანის “ინტერს” “ბარსელონას” მარჯვენა მცველი მარტინ მონტოია აღარ სჭირდება და მის დაბრუნებას აპირებს. ამ ინფორმაციას ესპანური Sport იტალიურ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
როგორც ცნობილია, “ინტერი” ზამთრის სატრანსფერო ფანჯრის დროს მონტოიას კატალონიურ კლუბში დაბრუნებას გეგმავს. მონტოიამ ვერ შეძლო იტალიური კლუბის მწვრთნელისთვის, რობერტო მანჩინისთვის დაემტკიცებინა, რომ ის გუნდში საჭიროა.
ესპანელი ფეხბურთელი “ინტერში” ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს 2-წლიანი არენდით გადავიდა. გარდა ამისა, იტალიელებს 2017 წელს მისი გამოსყიდვა 17 მილიონ ევროდ შეეძლოთ.
მარტინ მონტოიას იტალიის ჩემპიონატის მიმდინარე სეზონის გათამაშებაში არცერთი მატჩი არ ჩაუტარებია.