workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
08.08.15 – ვიქტორინის პასუხები

08.08.15 – ვიქტორინის პასუხები

გამოვლინდა პირველი ვიქტორინის გამარჯვებული. გუშინ, ჩვენს საიტზე დაისვა 10 კითხვა. ერთადერთი ადამიანი, რომელმაც ათივე კითხვას სწორად უპასუხა, არის neo222. მას “ბარსელონა”-“სევილიას” თამაშის 2 ბილეთი გადაეცემა.

 

სწორი პასუხები დასმულ კითხვებზე:

1. დაასახელეთ წმინდანი, რომელიც კავშირშია ერთდროულად ბარსელონას გერბთან და საქართველოს დროშასთან. იგი ასევე ბარსელონას მფარველ წმინდანად არის მიჩნეული. – წმინდა გიორგი

2. ეს ლუდი კატალონიაში იწარმოება და ამავდროულად საფეხბურთო კლუბ ბარსელონას სპონსორია. – ესტრელია დამ.

3. ვინ იყო ფრანკ რაიკარდის ასისტენტი “ბარსელონაში” მუშაობის პირველ წლებში? – ჰენკ ტენ კატე

4. რომელი პრეზიდენტის დროს დაარსდა “ბარსელონას” მუზეუმი? – ხოსეპ ლუის ნუნიესი

5. რამდენი მატჩი დასჭირდა პეპ გვარდიოლას (მწვრთნელს) ლა ლიგაში 100 თამაშის მოსაგებად? – 132

6. ვინ იყო “ბარსელონა ბ”-ს პირველი მწვრთნელი? – ხოსეპ სეგუერი

7. ვინ იყვნენ “ლეს კორტსის” სტადიონის არქიტექტორები? – სანტიაგო მესტრესი, ხოსეპ ალემანი

8. დაასახელეთ “ბარსელონას” ერთადერთი მეკარე, რომელსაც მეტოქის კარში გოლი გაუტანია – რიკარდო სამორა

9. რამდენ მატჩში იყო პატრიკ ო’კონელი “ბარსელონას” მთავარი მწვრთნელი? – 89

10. რომელ გუნდს დაუპირისპირდა “ბარსელონა” 1981 წელს, ხუან მანუელ ასენსის საპატივცემულოდ გამართულ მატჩში? – პუებლა

 

საუკეთესო ათეული ასე გამოიყურება:

neo222 – 55

Riva1989 – 46

high_hopes – 46

Hovik – 46

alika – 43

Lucho99 – 41

salome123 – 41

winner – 41

zako-zako – 40

saba xavi – 38

 

მე-2 ვიქტორინის კითხვები დაისმება დღეს, 18 საათზე და გათამაშდება ასევე 2 ბილეთი.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward