დღეს, შვეცარიის ქალაქ ნიონში, ჩემიონთა ლიგის მეოთხედფინალისტთა ბედი გაირკვა. ცნობილია “ბარსას” მოწინააღმდეგეც. კატალონიელები, მეოთხედფინალურ მატჩებში, პარიზულ პსჟ–ს დაუპირისპირდებიან. პირველი მატჩი პარიზში ჩატარდება
წილისყრა თბილისის დროით 3 საათზე გაიმართა. დაწყვილდნენ სხვა გუნდებიც:
“ატლეტიკო მადრიდი”–”მადრიდის რეალი”
“პორტუ”–”მიუნხენის ბაიერნი”
“იუვენტუსი”–”მონაკო”
შეგახსენებთ, რომ პირველი მეოთხედფინალური მატჩები 14–15 აპრილს გაიმართება, ხოლო განმეორებით გუნდები ერთმანეთს 21–22 აპრილს დაუპირისპირდებიან.