კატალონიის “ბარსელონას” პრეზიდენტმა, ჟოსეპ მარია ბართომეუ დარწმუნებულია, რომ კლუბის არგენტინელი ვარსკვლავი, ლიონელ მესი კლუბის შეცვლას არ აპირებს. პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ 27 წლის მესი “ბარსელონაში” თავს ძალიან კარგად გრძნობს. იტყობინება, Sport.
“შეუძლებელია, რომ მესიმ “ბარსელონა” დატოვოს. ის აქ თავს შესანიშნავად გრძნობს და ბედნიერია. ის ამტკიცებს მოედანზე, რომ ფეხბურთით ტკბება, მის გვერდით კი მთელი გუნდია. ჩვენ იმედი გვაქვს, რომ ის კარიერას სწორედ აქ დაასრულებს.” – განაცხადა, ბართომეუმ.
შეგახსენებთ, რომ არგენტინელი “ბარსელონას” ღირსებას 2004 წლიდან იცავს.