“ბარსელონამ” ეს-ესაა ახალი სეზონი რაც დაიწყო, მაგრამ აქედანვეა ცნობილი ის სამიზნეები, რომლითაც კატალონიური გიგანტია დაინტერესებული.
ხავიერ პასტორე-“პალერმო”.(არგენტინა)
21 წლის ნახევარმცველი “ბარსელონას” პრიორიტეტული სამიზნია, კლუბი მისი ტრანსფერისთვის 20-დან 40 მილიონამდე ევროს გადადებს. გარდა კატალონიელებისა ნახევარმცველის შეძენით მადრიდის “რეალია” დაინტერესებული. ნიშანდობლივია ის ფაქტი, რომ “პალერმოს” პრეზიდენტმა, მაურიციო ძამპარინმა “სამეფო” კლუბის 25 მილიონიან შემოთავაზებაზე თქვა უარი!
“-პასტორე-ეს არის ახალი ზიდანი, რომელიც შემოქმედებითი ნიჭის და დიდი ძალის პატრონი ადამიანია. აქედან ორ წელიწადში ის იმდენივე ეღირება, რამდენიც მესი ღირს ამჟამად. არც იანვარში და არც ივლისში პასტორე არ დატოვებს სიცილიას. “რეალმა” მთხოვა მისი ტრანსფერის გამოსყიდვა, მაგრამ მე უარი განვუცხადე.”
თავად არგენტინელმა, რომელმაც უკვე მოასწრო “ნოუ კამპის” მინდვრის გათელვა, კატალონია-არგენტინის ამხანაგურ მატჩზე საჯაროდ განაცხადა საკუთარ ოცნებაზე:
“-ეს სიმართლეა, მე მართლაც ჩავიცვამ ოდესმე “ბარსელონას” მაისურს და მესის მხარდამხარ ვითამაშებ იმიტომ, რომ ეს ნამდვილი ოცნებაა. ამჟამად კი მხოლოდ “პალერმოზე” ვფიქრობ, მინდა, რომ სერია ა-ში ჩემი კვალი დარჩეს.”

(Claudio Bravo)

(Gorka Iraizoz)

(David de Gea)
სათადარიგო მეკარის ძიებაში
“ბარსელონას” ხოსე მანუელ პინტოსთან კონტრაქტი მომავალი წლის 30 ივლის ეწურება, კლუბმა თადარიგი კი აქედანვე დაიჭირა და ეძებს სათადარიგოთა, ახალ მეკარეს. პინტო, როგორც ვიცით საკმაოდ ასაკიანი იქნება კონტრაქტის ამოწურვისას (36წ.), რაც კარლეს ბუსკეტს აიძულებს, რომ გადახედოს მის ხელთ არსებულ ვარიანტებს. არსებობს ორი გზა: შეიძინონ რა, გამოცდილი მეკარე, რომელიც თანახმა იქნება, რომ ვიქტორ ვალდესის დუბლიორი იყოს ან შეიძინონ ახალგაზრდა მეკარე, როგორც ვალდესის მემკვიდრე.
თუ კი პირველ ვარიანტს მივყვებით, მაშინ პრიორიტეტულად ითვლება გორკა ირაისოსის(ატლეტიკი) და კლაუდიო ბრავო(სოსიედადი) შეძენის საკითხი. გორკა, რომელიც 29 წლის არის არ არიპებს ბასკურ კლუბთან კონტრაქტის გახანგრძლივებას, რომელიც 2011 წლის ზაფხულში ეწურება. ალბათ ყველამ კარგად ვიცით თუ რაოდენ დიდი გამოცდილება გააჩნია მას პრიმერაში ასპარეზობისა. რაც შეეხება ჩილელ მეკარეს, კლაუდი ბრავოს, იგი 27 წლისაა. იგი მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა ფეხით თამაშში (მიუხედავად ამისა შეიძლება ბევრს არც კი გაუგონია იგი. ავტ.) ახალგაზრდა კიპერებს შორის კი ყველაზე ნიჭიერად და იმედისმომცემად დავიდ დე ხეა(ატლეტიკო) ითვლება. 19 წლის ასაკში მან საკმაოდ დიდი ავტორიტეტი მოიპოვა და კასილიასის შემცვლელადაც არის მიჩნეული. არსებული ვარიანტებიდან ეს ყველაზე “მსხვილკალიბრიანი” ოპერაცია იქნება.