კატალონიის “ბარსელონას” ფეხბურთელი ტომას ვერმალენი დროებით სესკ ფაბრეგასის სახლში დასახლდა.
ბელგიელმა მოკლე დროში ვერ მოასწრო სახლის შერჩევა და შეძენა, ამიტომ დახმარება მის ყოფილ თანაგუნდელს სესკ ფაბრეგასს სთხოვა. ესპანელმაც გაიზიარა ვერმალენის პრობლემა და სახლი ბელგიელზე მიაქირავა.
სხვათაშორის წინა წელს ლუის სუარესს სურდა ტომას ვერმალენის სახლის შეძენაბ ლონდონში, თუმცა ფეხბურთელები ვერ მორიგდნენ და შეთანხმება ჩაიშალა.