გაიგე მეტი ბარსელონაზე #5

გაიგე მეტი ბარსელონაზე #5

Barcamania.ge-მ დაიწყო ახალი რუბრიკა, რომლის საშუალებითაც “ბარსელონას” გულშემატკივრებს საშუალება ექნებათ, დასვან კლუბის შესახებ მათთვის საინტერესო კითხვები და მიიღონ პასუხები.

რუბრიკა გრძელდება ხუთშაბათიდან ხუთშაბათამდე. გასული კვირის განმავლობაში მიღებულ კითხვების პასუხებს დღეს დავწერთ და დღესვე დაიწყება ახალი კითხვების მიღება. კითხვის დასმა შეგეძლებათ ჩვენი Instagram-ის გვერდის Story-დან. მოცულობითი კითხვები შეგიძლიათ მოგვწეროთ Facebook-ის გვერდზე.

მაშ ასე, დავიწყო – პირველი კითხვა, რომელსაც დღეს ვუპასუხებთ: 

“რამდენ ქვეყანაში აქვს ნათამაშები ბარსას?”

“ბარსელონას” ოფიციალური თამაში სულ 47 ქვეყანაში გაუმართავს. ესენია: ავსტრია, ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, გაერთიანებული ემირატები, გერმანია, გერმანია, გერმანია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ინგლისი, ინგლისი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, მაროკო, მონაკო, ნიდერლანდები, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, საფრანგეთი, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთი, შვეიცარია, შვეიცარია, შოტლანდია, ჩეხეთი, ჩრდილოეთ ირლანდია, ხორვატია.

“ბარსელონას ისტორიაში ვის აქვს ყველაზე მეტი მატჩი გაცდენილი ტრავმის გამო?”

ასეთი ფეხბურთელი არის ტომას ვერმალენი, რომელმაც ტრავმის გამო “ბარსელონაში” 105 თამაში გამოტოვა. მე-2 ადგილზე არის უსმან დემბელე 100 თამაშით, ხოლო მესამეზე სამუელ უმტიტი 83 თამაშით.

“ასეთი გასაჭირი გვქონია ოდესმე?”

“ბარსელონა” ისტორიის განმავლობაში ბევრჯერ ყოფილა იმდენად ცუდ ვითარებაში, რომ ახლანდელი მდგომარეობა სანატრელი ჰქონდა. მე-20 საუკუნეში კლუბი რამდენჯერმე გადაურჩა გაკოტრებას, 1930-იანი წლების ბოლოს ფეხბურთელების პრობლემაც კი შეიქმნა, რადგან მექსიკაში გამართული ტურნეს შემდეგ მოთამაშეთა დიდი ნაწილი ემიგრაციაში დარჩა, მათ ესპანეთში დაბრუნებაზე უარი თქვეს. იყო შემთხვევა, როდესაც “ბარსელონა” ძალიან ახლოს იყო ლა ლიგიდან გავარდნასთან, კატალონიელებს ფლეი აუთის თამაშიც კი მოუხდათ. ბოლო სერიოზული ჩავარდნა იყო მე-20 და 21-ე საუკუნეების მიჯნაზე, როდესაც “ბარსელონა” ტიტულის მოგებას ზედიზედ 6 წლის განმავლობაში ვერ ახერხებდა. ამ დროის განმავლობაში “ბარსა” ძირითადად ჩემპიონთა ლიგის საგზურისთვის იბრძოდა და მიზანს ყოველთვის ვერც აღწევდა. იმ დროს კლუბი გაცილებით რთულ ვითარებაში იყო, ვიდრე ახლაა. საბოლოოდ იმ ახალგაზრდა თაობამ გაიბრწყინა (ჩავი, პუიოლი, ინიესტა).

1992 წელს ლონდონში “სამპდორიასთან” გამართული შეხვედრის 112-ე წუთზე (დამატებითი ტაიმები) რონალდ კუმანმა ერთადერთი გოლი გაიტანა და “ბარსას” ჩემპიონთა თასი ისტორიაში პირველად მოაგებინა.

“ჟოან გამპერმა მართლა თავი მოიკლა?”

დიახ, “ბარსელონას” დამაარსებელმა, ჟოან გამპერმა სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა. 1925 წელს გამპერი ესპანეთის ხელისუფლებამ ქვეყნიდან გააძევა, “ბარსელონას” საშინაო არენა კი 6 თვით დახურა. გამპერს ფინანსური პრობლემები შეექმნა, ამან დეპრესია გამოიწვია და 1930 წელს მან თავი მოიკლა.

დაგვიჭირე მხარი Patreon-ზე!

გახდი Barcamania-ს პატრონი და მიიღე მონაწილეობა "ბარსას" ოფიციალური ფანკლუბის განვითარებაში.

გაიგე მეტი

კომენტარები (1)

  • nika 54
    26 ნოე 2021, 20:53

    "ბარსელონას" ოფიციალური თამაში სულ 47 ქვეყანაში გაუმართავს. ესენია: ავსტრია, ალბანეთი, ბელარუსი, ბულგარეთი, გაერთიანებული ემირატები, გერმანია, გერმანია, გერმანია, დანია, ესპანეთი, თურქეთი, იაპონია, ინგლისი, ინგლისი, ირლანდია, ისლანდია, ისრაელი, იტალია, იტალია, კვიპროსი, ლატვია, ლუქსემბურგი, მალტა, მაროკო, მონაკო, ნიდერლანდები, ნიდერლანდები, ნორვეგია, პოლონეთი, პორტუგალია, რუმინეთი, რუსეთი, საბერძნეთი, საუდის არაბეთი, საფრანგეთი, საფრანგეთი, საქართველო, სერბეთი, უკრაინა, უნგრეთი, შვედეთი, შვეიცარია, შვეიცარია, შოტლანდია,
    ორჯერ სამჯერ ვისაც უწერია იმდენჯერ იყვნენ? და ესპანეთში ნაღდად უთამაშიათ?