workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

საიტმა www.uefa.com -მა გამოკითხვა ჩაატარა “ოცნების გუნდის” შესაქმნელად, სადაც რომის ფინალის მონაწილე გუნდებიდან 4 ფეხბურთელი მოხვდა. აქედან 3 “ბარსელონელი”, 1 “მანჩესტერელი”.

წლის გუნდის შესაქმნელად ჩატარებულმა გამოკითხვამ “ოცნების გუნდის” შემადგენლობაში სამი “ბარსელონას” ფეხბურთელი შეიყვანა: კარლეს პუიოლი, ჩავი ერნანდესი და ლიონელ მესი. ხოლო “მანჩესტერიდან” კი ამ გუნდში მხოლოდ პორტუგალიელი კრიშტიანუ რონალდო მოხვდა.

ხმები ასე გადანაწილდა: პუიოლმა მიიღო 49 756 ხმა, ჩავიმ – 88 966, მესიმ – 149 496, ხოლო კიირშიტიანუ რონალდომ – 138 836.

წლის გუნდის თავკაცად გამოკითხვაში ყველას სერ ალექს ფერგიუსონმა აჯობა. “ოცნების გუნდში” გიდევ 7 ფეხბურთელი შევიდა, ესენი არიან: იკერ კასილიასი, სერხიო რამოსი, ჯონ ტერი, ფილიპ ლამი, სესკ ფაბრეგასი, ფრენკ რიბერი და ფერნანდო ტორესი.

წყარო www.sport.es

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward