“ბარსელონას” 33 წლის ნახევარმცველი ჩავი ერნანდესი დარწმუნებული არაა, რომ კარიერას მშობლიურ კლუბში დაასრულებს. თუმცა, მას ამის სურვილი აქვს.
“ბარსელონაში” კარიერის დასრულება ძალიან ძნელია. არ ვიცი, სად დავასრულებ ფეხბურთის თამაშს, “ბარსელონაში” თუ სხვა რომელიმე გუნდში. რა თქმა უნდა, მინდა, ეს აქ გავაკეთო, მაგრამ არ ვიცი, რა მოხდება მომავალში.
ფიზიკურად თავს უკეთ ვგრძნობ, ვიდრე გასულ 2 სეზონში. ყველა შეხვედრაში თამაში მინდა. ესპანეთში, 30 წელს გადაცილებულ ფეხბურთელებს სიფრთხილით ეკიდებიან, მაგრამ მიმაჩნია, რომ ამ ასაკში ჩემს საუკეთესო ფეხბურთს ვაჩვენებ.” – აცხადებს “ბარსელონას” ვიცე-კაპიტანი.
შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ, საფეხბურთო კლუბ “ტერასას” პრეზიდენტმა ჩავის კარიერის მშობლიური ქალაქის გუნდში დასრულებისკენ მოუწოდა.