workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში

დღის მთავარი მატჩი

error დღეს თამაშია!
MATCHDAY
ლა ლიგა schedule 23:30

ბარსელონა

ბარსელონა ლოგო
--:--
რაიო ლოგო

რაიო

arrow_forward მატჩ-ცენტრი
8 ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

8 ბარსელონელი მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში

16-წლიანი პაუზის შემდეგ ესპანეთის ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია… და ისევ 8 “ბარსელონელით”.

“ფურია როხამ” ნახევარფინალში დაამარცხა საფრანგეთი, რომელიც თავიდანვე ერთ-ერთ უმთავრეს ფავორიტად მიიჩნეოდა და ტურნირის მიმდინარეობის დროს “ლურჯებმა” ეს სტატუსი კიდევ უფრო გაიმყარეს.

ტეხასში გამართულ შეხვედრაში ევროპის მოქმედი ჩემპიონები თვალშისაცემ უპირატესობას ფლობდნენ, რაც ანგარიშშიც აისახა და საფრანგეთი ბოლო სამ მუნდიალში პირველად დარჩა ფინალს მიღმა.

2-0 მოგებულ შეხვედრაში “ბარსელონელებმა” მონაწილეობა ორივე გოლში მიიღეს. 22-ე წუთზე ლამინ იამალმა თერთმეტმეტრიანი გამოიმუშავა, რომელიც გოლად იკერ ოიარსაბალმა აქცია; 58-ე წუთზე კი პედრო პორო მეკარესთან პირისპირ დანი ოლმოს კარგი პასის შემდეგ დარჩა.

ესპანეთის მხრიდან სრულად ითამაშეს პაუ კუბარსიმ და ლამინ იამალმა; დანი ოლმო 78-ე წუთზე შეცვალეს; პედრი, რომელიც ზედიზედ მეორედ სათადარიგოთა შორის მოხვდა, თამაშში 78-ე წუთზე ჩაერთო; მოედანზე 4 წუთით ადრე გამოჩნდა ფერან ტორესი. ხოლო გავი, ერიკ გარსია და ჟოან გარსია კვლავ ბოლომდე სათადარიგოთა შორის დარჩნენ.

წაგებული გუნდის მხრიდან სრულად ითამაშა ჟიულ კუნდემ.

ესპანეთის ფინალური მეტოქე ხვალ, არგენტინისა და ინგლისის დაპირისპირებაში გაირკვევა. ევროპელთა რიგებში “ბარსას” ახალწვეული ენტონი გორდონი თამაშობს, მაგრამ კატალონიური გუნდის გულშემატკივრებს ალბათ გული არ დაგვწყდება, თუ ის მე-3 ადგილისთვის ბრძოლაში ჟიულ კუნდეს დაუპირისპირდება.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (15)

  • araujo4
    araujo4local_fire_department კულე
    schedule 15 ივლ 2026, 13:21
    #14

    როდრის რატო არ ვეჩალიჩებით? ბევრჯერ თქვა ესპანეთში მინდა დაბრუნებაო. მაგაზე კარგი ვინ უნდა მოვიყვანოთ? პედრო პოროც არაა ცუდი ვარიანტი, ისევ ესპანელებს მივაწვეთ ჯობია

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 10:30
    #13

    ვიძახდი დე ლა ფუენტე მოახრჩობს თქო დეშამს. ადრეც ვთქვი რაღაც მახრჩობელა ფეხბურთს ათამაშებს ბიჭებს, მეტოქეს რო ფეხს არ გაანძრევინებს. ეს წინა თამაშებშიც გამოჩნდა 6 თამაშში 1 ბურთი გაუშვა მხოლოდ.

  • nika 54
    nika 54star ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 10:26
    #12

    ისე იამალთან ერთად რატო ლუკა დინს არ აღნიშნავთ, ბარსელონელი არ იყო ეგეც? მაგრა დაგვეხმარა, ტყუილად არ გაგვიშვია ბარსადან ეტყობოდა რაც იყო.

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 09:14
    #11

    ძვირად დაუჯდა ესპანეთს რეალის ფეხბურთელების დაკიდება, აგერ ჯგუფში ჩარჩნენ როგორც მადრიდისტები წინასწარმეტყველებდნენ😀😀😀

    • Lasha Mamuladze
      Lasha Mamuladzeflag გულშემატკივარი
      schedule 15 ივლ 2026, 14:32
      #15

      აუუ ღადაობაა რა არი იცი, ერთ-ერთ ყანამადრიდულ საიტზე, ფოტო ქონდა გაკეთებული: მბაპე,ვინი, ბელინგემი და არდა და მათ მიერ გატანილი გოლების რაოდენობა 18-19 ზუსტად არ მახსოვს და ქვევით იყო ყველა ბარსელონელის ფოტო და სადღაც 5-6 გოლი ყველას ერთად და წარწერა ქონდა დართული ფოტოს…..Quantity Doesn’t Mean Quality (რაოდენობა არ ნიშნავს ხარისხს)… ვეძებ მაგ ვიდეოს მოვიწონე კიდეც, იმის გამო რო მარტივად მომეგნო და ვწრსად ვიპოვნე..აამით იმის თქმა მინდა, რომ რეალის და რონალდოს ფანის ლოგიკა საქართველოშიც და ბანგლადეშშიც ერთნაირია..იმიტომ, რომ ყანამადრიდის და კრისტინას ფანობას სხვანაირად აზროვნება არ შეუძლიათ, ფეხბურთის მოძულე ხალხია ჩემ თვალში ეგენი…

  • Albicelecte
    Albicelecteshield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 05:59
    #10

    პატივისცემა🇨🇵🇨🇵🇨🇵
    თუმცა გამაღიზიანებელი იყო ის, რომ ძალიან ბევრმა 🏆 ჩემოიონატის 1 ტურიდანვე შეუფუთა და პარიზში გაატანა
    ამ დროს ევროპის და მსოფლიოს მოქმედი ჩემპიონი ორივე ცოცხალია, კოპას გამარჯვებულიც
    ველოდები ფინალისიმას, როგორც არ უბდა დასრულდეს ფეხბურთის და ბარსას იდეოლოგიის გამარჯვება იქნება
    🇪🇦🇦🇷🇦🇷🇪🇦🇪🇦🇪🇦🇦🇷🇪🇦🇦🇷🇪🇦🇦🇷🇪🇦

  • პენდრაგონი
    პენდრაგონიshield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 03:30
    #9

    სასწაული მანქანა შექმნა დე ლა ფუენტემ

  • Bakero
    Bakerostar ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 02:33
    #8

    კუბარსის და ოლმოს ზე კლასის თამაში ჰქონდათ იამალმა პენალტი გააკეთა და მუდმივად ორი მცველი გადაჰყავდა თავის კრაიზე მეტს რას ითხოვთ იამალისგან არ მესმის სივრცეები რომ მუდმივად თავისუფლდება მეორე ფლანგზე ეგ არ არის იამალის დამსახურება ?! იგივე პედრო პორო რომ დარჩათ უყურადღებოდ ფრანგებს ეგ არ არის იამალის დამსახურება ?! აბა დატოვონ ერთი ერთზე ნებისმიერ მცველთან ? თუმცა ეგ თქვენ ყველამ იცით რაც მოხდება ! ჰოდა რაღას ითხოვთ იამალისგან არ მესმის თან ხომ არ გავიწყდებათ ტრავმის შემდეგ თამაშობს ბავშვი ! ტრავმის შემდეგ !!! დრო უნდა რომ თავის ფორმის პიკზე გავიდეს ვაჰ !

  • neo222
    neo222star ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 01:41
    #7

    ესპანური ფეხბურთი ხელოვნებაა. დიდი ალბათობით მოიგებენ ამ მსოფლიოს

  • LEVANII
    LEVANIIflag გულშემატკივარი
    schedule 15 ივლ 2026, 01:19
    #6

    Ესესეთ დომინაციას არ ველოდი კონტრშეტევებზეც კი ვერ შექმნეს ვერაფერი ფრანგებმა როდრი იყო პრწყინვალე დღეს და მთლიანად ამ მუნდიალზე ლიდერია გუნდის. არგენტონა ინგლისიდან ვინც არ უნდა გავიდეს ძალიან გაუჭირდებათ ასეთი გამართული გუნდის წინააღმდეგ თამაში

  • C.PC5
    C.PC5shield ვეტერანი
    schedule 15 ივლ 2026, 01:16
    #5

    ვულოცავ ესპანეთს და ამ ნაკრების ერთგულ გულშემატკივრებს, დელაფუენტეს ბევრ რამეში არ ვეთანხმები და ვიცი რომ ბევრნი ვართ თუნდაც ამ საიტზე იგივე პრეტენზიებით მაგრამ იცის კაცმა თავის საქმე ასი პროცენტით და რაც საჭიროა აკეთებს. წარმატებები ესპანეთს, მეორე წყვილიდან რათქმაუნდა არგენტინის გასვლას ვგულშემატკივრობთ და თუ ესეც აგვისრულდა მგონია რომ ფინალის არცერთი შედეგი არ იქნება გულდასაწყვეტი ჩვენთვის❤️💪

  • Tiki-Taka
    Tiki-Takaeco ახალბედა
    schedule 15 ივლ 2026, 01:14
    #4

    ესპანეთი ჩემპიონია შუაზე გახსნიან ნებისმიერს ფინალში.

  • Robert lewandovski
    Robert lewandovskilocal_fire_department კულე
    schedule 15 ივლ 2026, 01:12
    #3

    თუ არგენტინა გავა ფინალში, მაინც მათ ვუბალერშიკებ, თუ ვერა, მაშინ ესპანეთს. ლეოზე წინ ვერავის დავაყენებ რა ვქნა.

  • jack slater
    jack slaterstar ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 01:11
    #2

    🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷🇦🇷

  • jack slater
    jack slaterstar ლეგენდა
    schedule 15 ივლ 2026, 01:10
    #1

    საღოლ ესპანეთს,დედა მოუხსნეს აფრიკას.
    იბლატაოს ახლა კლისshვილმა მაკაკამ.
    დეშამი პლანტატორივით კი ადგა თავზე ზანგების ბრბოს.