workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონას სიაში 6 მცველია

ბარსელონას სიაში 6 მცველია

bolt მოკლედ
"ბარსელონა" 2027 წლის იანვრის სატრანსფერო ფანჯრისთვის ცენტრალურ მცველს ეძებს. დეკუ ორ ვარიანტს განიხილავს: ახალგაზრდა, პერსპექტიული ფეხბურთელისა და გამოცდილი მცველის დამატებას.

SPORT-ის ჟურნალისტის, ჟოაკიმ პიერას ინფორმაციით, “ბარსელონა” ზამთრის სატრანსფერო ფანჯარაზე დაცვის გაძლიერებას გეგმავს. კლუბის სპორტული დირექტორი დეკუ ცენტრალური მცველის პოზიციაზე ორი განსხვავებული პროფილის ფეხბურთელებს აკვირდება.

პირველი მიმართულება ახალგაზრდა, პერსპექტიული მცველის შეძენას გულისხმობს. ამ კატეგორიაში “ბარსელონას” ინტერესთა სფეროში ოთხი ფეხბურთელია:

  • ვიტორ რეისი – “მანჩესტერ სიტი”
  • არტურ დიასი – “ატლეტიკო პარანაენსე”
  • რუდ ნეისტადი – “ტვენტე”
  • იური ბაასი – “აიაქსი”

მეორე ვარიანტი გამოცდილი ცენტრალური მცველის დამატებაა, რომელსაც გუნდის გაძლიერება დაუყოვნებლივ შეეძლება. ამ შემთხვევაში დეკუს სიაში ორი ფეხბურთელია: “მანჩესტერ იუნაიტედის” ლისანდრო მარტინესი და “არსენალის” პიერო ინკაპიე.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (2)

დატოვე კომენტარი

  • Albicelecte
    Albicelecte ვეტერანი
    schedule 04 ნოე 2026, 16:07

    ან ახალგაზრდა ან გამოცდილი?! თუ ხანგძლივვადიანზე გვუინდა, მაშინ ახლაგარზდა და ძალიან ნიჭიერი;
    რუდ ნისტადზე ადრეც იწერებოდა და რამდენად გამოგვატანს ტვენტე? 18 წლისაა, 1.95 სიმაღლისა, ფიზიკურად ძალიან ძლიერი და ამობობენ, რომ ძალიან ნიჭიერიც

  • ☠️•Spooky•☠️
    ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
    schedule 04 ნოე 2026, 14:33

    კიდე ახალგაზრდა და გამოუცდელი რა ამბავია. სპორტინგის მცველი მომწონს ინასიო ძაან. ცოოოტა ნელია თითქოს მარა აკომპესირებს,მოზგი ბიჭია.მარტინესი არგენტინელია და გულშია მარა ტრავმაჩიკაა. ვინმე გრძელვადიანზე გაიხედონ ტო