workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსას რთული ნოემბერი: 5 მატჩი, ჩემპიონთა ლიგა და ბრძოლა ლიდერობისთვის

ბარსას რთული ნოემბერი: 5 მატჩი, ჩემპიონთა ლიგა და ბრძოლა ლიდერობისთვის

bolt მოკლედ
ნოემბერში "ბარსელონას" ხუთი მნიშვნელოვანი შეხვედრა ელის, მათ შორის ჩემპიონთა ლიგაზე "ასტონ ვილასთან" და ლა ლიგაში "ატლეტიკოსთან". ჰანსი ფლიკის გუნდი სანაკრებო პაუზამდე და მის შემდეგაც რთული მეტოქეების წინააღმდეგ ითამაშებს.

“ბარსელონამ” ოქტომბერი “ალავესთან” დამაჯერებელი გამარჯვებით (6-1) დაასრულა, თუმცა კატალონიურ გუნდს წინ არანაკლებ რთული ნოემბერი ელის.

ჰანსი ფლიკის შეგირდები ნოემბერში ხუთ მატჩს ჩაატარებენ – სამს ლა ლიგაში, ორს კი ჩემპიონთა ლიგაზე. ამ შეხვედრებს შორის წლის ბოლო სანაკრებო პაუზაც იქნება.

3 ნოემბერი – ბარსელონა vs ასტონ ვილა

“ბარსელონა” ნოემბერს ჩემპიონთა ლიგის მატჩით დაიწყებს. 3 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიელები “სპოტიფაი კამპ ნოუზე” “ასტონ ვილას” უმასპინძლებენ.

ჩემპიონთა ლიგის ძირითად ეტაპზე ეს მეოთხე ტურის შეხვედრა იქნება. “პარი სენ-ჟერმენთან” წაგების შემდეგ ფლიკის გუნდი ევროპულ ტურნირზე გამარჯვების გზაზე დაბრუნებას შეეცდება.

მეტოქე შესანიშნავ ფორმაშია. უნაი ემერის გაწვრთნილმა “ასტონ ვილამ” ჩემპიონთა ლიგის მიმდინარე სეზონში სამივე მატჩი მოიგო და “ბარსელონასთანაც” სამი ქულის მოპოვებას შეეცდება.

8 ნოემბერი – ატლეტიკო vs ბარსელონა

ჩემპიონთა ლიგის მატჩიდან ხუთ დღეში “ბარსელონას” კიდევ უფრო რთული გამოცდა ელის. 8 ნოემბერს, თბილისის დროით 23:55 საათზე, კატალონიელები მადრიდში “ატლეტიკოს” დაუპირისპირდებიან.

ლა ლიგის მე-12 ტურის შეხვედრა “მეტროპოლიტანოზე” გაიმართება და სატურნირო ცხრილში ლიდერობისთვის ბრძოლაში მნიშვნელოვანი იქნება.

“ატლეტიკო” ამჟამად მეორე ადგილზეა და შესანიშნავ ფორმაში იმყოფება. მადრიდელებს ბოლო შვიდი მატჩი მოგებული აქვთ, რაც “ბარსელონასთვის” დამატებითი გამოწვევაა.

22 ნოემბერი – ბარსელონა vs ვილიარეალი

მადრიდში გამართული შეხვედრის შემდეგ სანაკრებო პაუზა დაიწყება. “ბარსელონა” მოედანს 22 ნოემბერს დაუბრუნდება, როდესაც “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გიორგი მიქაუტაძის “ვილიარეალს” უმასპინძლებს. მატჩი თბილისის დროით 17:00 საათზე დაიწყება.

“ვილიარეალი” სეზონის საწყის მონაკვეთში საუკეთესო ფორმაში არ არის. გუნდმა ლა ლიგის პირველ 11 ტურში მხოლოდ 12 ქულა მოიპოვა.

მიუხედავად ამისა, მეტოქის შემადგენლობაში არაერთი მაღალი დონის ფეხბურთელია და “ბარსელონას” იოლი შეხვედრა ნამდვილად არ ელის.

25 ნოემბერი – საბაჰი vs ბარსელონა

25 ნოემბერს კატალონიელებს ჩემპიონთა ლიგაზე უჩვეულო გასვლა ელით. ჰანსი ფლიკის გუნდი აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში გაემგზავრება, სადაც ადგილობრივ “საბაჰს” დაუპირისპირდება.

შეხვედრა ბაქოს ოლიმპიურ სტადიონზე, თბილისის დროით 21:45 საათზე დაიწყება.

“საბაჰი” საკმაოდ ახალგაზრდა კლუბია. ის 2017 წელს დაარსდა და ჩემპიონთა ლიგაზე პირველად ასპარეზობს. აზერბაიჯანულმა გუნდმა ტურნირზე პირველი გამარჯვება მეორე ტურში მოიპოვა, როდესაც პრაღის “სლავია” 2-0 დაამარცხა.

29 ნოემბერი – დეპორტივო vs ბარსელონა

“ბარსელონა” ნოემბერს ლა ლიგის კიდევ ერთი გასვლითი მატჩით დაასრულებს. კატალონიელები ლა კორუნიაში ჩავლენ, სადაც ადგილობრივ “დეპორტივოს” ისტორიულ “რიასორის” სტადიონზე დაუპირისპირდებიან.

ოფიციალური კალენდრით, შეხვედრა 29 ნოემბერს არის დაგეგმილი, თუმცა დაწყების დრო ჯერ დაზუსტებული არ არის.

აღსანიშნავია, რომ “ბარსელონას” “რიასორზე” 2018 წლის 29 აპრილის შემდეგ არ უთამაშია. მაშინ კატალონიელებმა მასპინძლები 4-2 დაამარცხეს, ლიონელ მესიმ ჰეთ-თრიქი შეასრულა და მისმა გუნდმა ესპანეთის ჩემპიონობა გაინაღდა. “დეპორტივო” კი იმავე შეხვედრის შედეგად ლა ლიგიდან გავარდა.

ამრიგად, ნოემბერში “ბარსელონას” ხუთი განსხვავებული გამოწვევა ელის. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იქნება “ასტონ ვილასა” და “ატლეტიკოსთან” მატჩები, რომლებშიც ფლიკის გუნდს ჩემპიონთა ლიგაზე პოზიციების გაუმჯობესებისა და ესპანეთის ჩემპიონატში ლიდერობის გამყარების შესაძლებლობა ექნება.

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში

forum კომენტარები (1)

დატოვე კომენტარი

  • Just_Barca_Lover
    Just_Barca_Lover ახალბედა
    schedule 01 ნოე 2026, 23:14

    მარტო დაცვის დაწევა არ გამოასწორებს დაცვას, პრობლემა ბევრად ღრმაა და ასე მარტივად ვერ გადაიჭრება.
    საქმე მარტო იმაში, რომ იყოს რო აი ზემოთ აქვს დაცვა აწეული და სულ ამის გამო ვუშვებთ გოლებსო მაშინ ჰო მაგრამ რეალურად სხვა მიზეზიც არის.
    თვითონ ფლიკს აქვს მთლიანი დაცვის სისტემა საშინლად აწყობილი, ეს დაცვის ხაზი რომ დაწიოს კი იქნება ცოტა ცვლილება მაგრამ დიდად არა, კი მცველების უმეტესობას ინდივიდუალური კლასი არ ყოფნის რაც ბევრმა დაწერა და ეს ფაქტია მაგრამ პრობლემა უფრო სისტემურია, დაცვამ, რომ გამართულად იმუშაოს ამისთვის აუცილებელი არაა ფლანგიც და ცენტრიც გადაძეძგილი გქონდეს ვარსკვლავებით, რეალურად ეგ ვარსკვლავებიც კლასით რაღაც დონემდე გაქაჩავენ მაგრამ დაცვა მაინც გაუმართავი იქნება თუ მთლიანი სისტემა არ ვარგა. ფლიკის დაცვის სისტემა შედგება მხოლოდ ორი მექანიზმით და ეს არის აგრესიული პრესინგი ერთი ხოლო მეორე “ოფსაიდის მახე” და ეს ორივე ერთმანეთზეა გადაბმული ერთის გარეშე მეორე ვერ მუშაობს სწორედ ეს მაღლა აწეული დაცვა გვაძლევს აგრესიული პრესინგის შესაძლებლობას მაგრამ როდესაც პრესინგი არ მუშაობს ოფსაიდის ხაფანგი უნდა გააქტიურდეს და ნუ ყველა კარგად ვხედავთ როგორაც მუშაობს ეს ხაფანგი ფლიკის პირველი სეზონის შემდეგ.
    ამ ორი ხერხის გარდა სხვა აღარაფერი აქვს ფლიკს, რომ გუნდის კარი დაიცვას როდესაც სხვა გუნდებს უმარავი ხერხი აქვთ თავის დასაცავად, ფლიკი მთლიანად წირავს დაცვას შეტევისთვის რისთვისაც დიდ გუნდებთან ვისჯებით, ზედმეტად ერთფეროვანი და მარტივი დაცვის სისტემა გვაქვს რომლის მორღვევაც არ უჭირთ დიდ გუნდებს კი არა საშუალოზე მაღალი დონის გუნდებს, ზედმეტად დიდი სივრცეები რჩება რაც გამოწვეულია გუნდის უსაშინლესი პოზიციური თამაშით აი ვინ სად დგას და რატომ დგას ვერ გაიგებ გუნდი ერთიანად არ იცავს თავს! ბარსა ერთიანად მთლიანი გუნდით კი თამაშობს შეტევის დროს მაგრამ როცა საქმე დაცვას ეხება ყველა თავისთვისაა და ისევ იმ უბედურ ოთხ მცველს უწევს მთლიანი გუნდის დაცვა ისიც საჯარიმომდე აწეული დაცვის ხაზით… საერთოდ უნდა დაწვას ეს დაცვის ტაკტიკა ფლიკმა და სრულიად ახალი შექმნას რაც რა თქმაუნდა მთლიანად გუნდის თამაშზე მოახდენს გავლენას, ვარჯიშებზეც მეტად უნდა დატვირთოს ფეხბურთელები დაცვით ასპეკტებში, აი პოზიციურად თამაშში მითუმეტეს ჩვენ მაინც არა გვყავს ბევრი ისეთი ფეხბურთელი ვინც ინდივიდუალურად ერთი ერთზე შეჭამს მეტოქეს ამიტომაც გუნდურად უნდა დავიცვათ თავი როგორც ამას ესპანეთის ნაკრები აკეთებს, მანდ ვინ ყავს ერთი ესპანეთს ისეთი რო ერთი ერთზე ყველას ჭამს და არავის ატარებს, ერთი ორი კაცი ყავთ ეგეთი თორე დანარჩენი რო მიუშვა ერთი ერთზე ათრევენ უბრალოდ სისტემურად იცავს გუნდი თავს და ერთიანად არიან უძლიერესი მაგიტომაც ვერ დაურტყა ნორმალურად ვერავინ მთელი მსოფლიო ჩემპიონატის განმავლობაში. ბარსელონა კიდე პირიქითაა ყველა თავისთვის დარბის როცა თავს უნდა ვიცავდეთ და ინდივიდუალურად ცდილობენ ხოლმე შეტევის ჩაშლას როცა შემტევების პრესინგი არ მუშაობს და მაგიტომაც ასე მარტივად ცდებიან ნახევარ გუნდს.
    აი რანაირად უნდა გადიოდეს ერთი უმარტივესი გრძელი პასი და ჭრიდეს ჩვენს მთლიან ცენტრს როცა ნახევარდაცვაში როდრი დგას?! მაგის დონის კი არა მაგის ნახევარი დონის მთლიანი ნახევარდაცვა არ ყავს გუნდებს მაგრამ არ გასდით ასეთი აბსურდული პასები, მე ვერ დავიჯერებ ვერაფრით, რომ როდრიმ ფეხის გაშლა ან პოზიციის შერჩევა არ იცის, უბრალოდ შეუძლებელია მთლიანი ნახევარდაცვის ზონა ერთმა კაცმა დაფაროს აბსოლიტურად ყველგან ვერ იქნება ეს კაცი და ფლიკიც სადღაც წინ ჯანდაბაში ათამაშებს, იმის თქმა მინდა, რომ ინდივიდებს არ უნდა უწევდეთ ინდივიდუალურად დაცვაში ფაფხური, ყველა უნდა იყოს ჩართული თავის დაცვაში და ეს სინქრონში უნდა ხდებოდეს და არა როგორც რეალურად ხდება, ასე მგონია ფლიკი საერთოდ არ ავარჯიშებს ფეხბურთელებს გუნდურად თავდაცვაში აბა რანაირად შეიძლება პროფესიონალი ფეხბურთელები ამხელა სივრცეებს ტოვებდნენ და ასე უაზროდ დარბოდნენ როცა გვიტევენ, აი კუმანის დროს, რომ გვყავდა უსაშინლესი შემადგენლობა და კაპეკად არ ვარგოდა მაგისი არაფერი მაშინაც კი არ იყო დაცვა ასეთი საშინელი, ერთი პასით ვერ ჭრიდნენ მთლიან ცენტრს და ეს არა მხოლოდ იმიტომ, რომ მაშიმ ბუსკეცი ასუფთავებდა ყველაფერს, იმ დებილ კუმანსაც კი უკეთესი დაცვის სისტემა ჰქონდა აწყობილი! რეალურად ეგეც არაფერი არ იყო მაგრამ ფლიკთან შედარებით უკეთ თამაშობდა გუნდი დაცვას. იდეაში ახალი არაფერი მითქვამს ისევ ფლიკის კისერზეა ეს ყველაფერი, უბრალოდ იმის თქმა მსურდა რომ პრობლემა ბევრად ღრმაა ვიდრე ზედაპირზე ჩანს და კიდევ რამდენი რაღაცაა რასაც მე უბრალოდ ვერ ვამჩნევ ჩემი შეზღუდული ტაკტიკური ცოდნის გამო, მე არა ვარ პროფესიონალი, რომ ბოლომდე შევამჩნიო ტაკტიკური შეცდომები.