“ბარსელონას” ბრაზილიელი თავდამსხმელი რაფინია 2026/27 წლების სეზონში შთამბეჭდავ შედეგიანობას აჩვენებს და ლა ლიგის ისტორიაში ერთ-ერთ საუკეთესო სტარტს აფიქსირებს.
რაფინიამ ესპანეთის ჩემპიონატში ჩატარებულ პირველ 10 მატჩში 15 გოლი გაიტანა. OptaJose-ს მონაცემებით, XXI საუკუნეში ამ მაჩვენებლით მას მხოლოდ კრიშტიანუ რონალდუ უსწრებს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა 2014/15 წლების სეზონში, როდესაც “რეალ მადრიდის” ღირსებას იცავდა, ლა ლიგაში თავის პირველ 10 შეხვედრაში 18 გოლი გაიტანა. შესაბამისად, რაფინია ამ ისტორიულ მაჩვენებელს მხოლოდ სამი გოლით ჩამორჩება.
ბრაზილიელმა თავდამსხმელმა თავისი შედეგი 31 ოქტომბერს, “ალავესთან” გამართულ შეხვედრაში გააუმჯობესა. “ბარსელონამ” მეტოქე 6-1 დაამარცხა, რაფინიამ კი დუბლი შეასრულა და მიმდინარე გათამაშებაში გატანილი გოლების რაოდენობა 15-მდე გაზარდა.
“ბარსელონას” ლა ლიგაში 11 ტური აქვს ჩატარებული, თუმცა რაფინიამ მონაწილეობა მხოლოდ 10 შეხვედრაში მიიღო. სტატისტიკური შედარებაც სწორედ ფეხბურთელების მიერ სეზონში ჩატარებულ პირველ 10 მატჩს ეხება.




forum კომენტარები (0)