workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ბარსელონამ ვარჯიში განაახლა

ბარსელონამ ვარჯიში განაახლა

bolt მოკლედ
სანაკრებო პაუზის დროს ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, "ბარსელონამ" ორშაბათს "სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე" ვარჯიში განაახლა. ერიკ გარსია და გავია მოედანზე საერთო ჯგუფთან ერთად იყვნენ, ხოლო ჟოან გარსიამ, რაფინიამ და ფრენკი დე იონგმა ინდივიდუალური პროგრამით იმუშავეს.

სანაკრებო პაუზით გამოწვეული ერთკვირიანი დასვენების შემდეგ, “ბარსელონა” ორშაბათს სავარჯიშო პროცესს დაუბრუნდა. შემადგენლობამ “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” მუშაობა განაახლა, სადაც მათი მთავარი ყურადღება უკვე ლა ლიგის მომდევნო შეხვედრაზეა გადატანილი.

ვოიცეხ შჩესნიმ, გავიამ, ერიკ გარსიამ, ჟერარ მარტინმა, გაბრიელ ჟეზუსმა, ბრიან ფარინიასმა და ალეხანდრო ბალდემ მოედანზე სრული დატვირთვით ივარჯიშეს, ხოლო ჟოან გარსიამ, რაფინიამ და ფრენკი დე იონგმა ინდივიდუალური სამუშაო შეასრულეს.

გუნდი ხვალ იმავე ლოკაციაზე კვლავ შეიკრიბება, რათა ოფიციალური შეხვედრების განახლებამდე ოპტიმალური ფორმის აღდგენა განაგრძოს.

სანაკრებო პაუზა ფინალურ ფაზაში შედის

სანაკრებო პაუზა უკვე დასკვნით ეტაპზეა, “ბარსელონას” ფეხბურთელები კი გუნდს ეტაპობრივად უერთდებიან. მთავარი მიზანი შაბათს “ხეტაფესთან” მატჩისთვის მაქსიმალურ მზადყოფნაში ყოფნაა. შეხვედრა “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გაიმართება და თბილისის დროით 20:30 საათზე დაიწყება.

ოფიციალური მატჩების განახლება მეტად დამღლელი და დატვირთული ოქტომბრის დასაწყისს ნიშნავს. ევროარენაზე “ბარსას” ჩემპიონთა ლიგაზე ზედიზედ ორ კვირაში “გალათასარაისა” და პსჟ-ს წინააღმდეგ ურთულესი დაპირისპირებები ელის, თვის დასასრულს კი სეზონის ერთ-ერთი მთავარი მატჩი – ელ კლასიკო დააგვირგვინებს.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (0)

დატოვე კომენტარი