“ბარსელონას” მომდევნო მეტოქე, “ვალენსია” კვირას “მესტალიაზე” კატალონიელებს საკმაოდ რთულ ვითარებაში მიიღებს. კარლოს კორბერანის გუნდმა სასტარტო სამ ტურში მხოლოდ ერთი ქულის მოპოვება შეძლო და მე-17 ადგილს იკავებს. ამასთან, “ღამურებს” საკადრო კრიზისიც დაემატათ: რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი ტრავმირებულია და ბლაუგრანას წინააღმდეგ თამაშს ვერ შეძლებს.
6 დანაკლისი და 3 საეჭვო მოთამაშე
“ბარსელონასთან” მატჩისთვის “ვალენსიას” რიგებში დანაკლისი დადასტურებულია:
- გვიდო როდრიგესი
- ხოსე კოპეტე
- სადიკ უმარი
- ჯასტინ დე ჰაასი
- დიეგო ლოპესი
- სერხი კანოსი
გარდა ამისა, კითხვის ნიშნის ქვეშ დგას კიდევ სამი მოთამაშის – დიმიტრი ფულკიეს, ლუის რიოხასა და კეინ ვან უველენის მოედანზე გასვლა. შექმნილი ვითარება კორბერანს აიძულებს, სასტარტო შემადგენლობაში იძულებითი როტაცია განახორციელოს.
ჰარვი ელიოტი დებიუტისთვის ემზადება
ტრავმების ფონზე მასპინძელთათვის ერთადერთი პოზიტიური სიახლე ინგლისელი ნახევარმცველი ჰარვი ელიოტია. სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს იჯარით დამატებული ფეხბურთელი მწვრთნელის განკარგულებაშია და შესაძლოა მისი დებიუტი სწორედ კატალონიელთა წინააღმდეგ შედგეს.
“ბარსელონას” “მესტალიაზე” ჩატარებულ ბოლო 10 გასვლით შეხვედრაში მხოლოდ ორი მარცხი აქვს განცდილი. ჰანსი ფლიკის გუნდი ამ პოზიტიური სერიის გაგრძელებასა და ლა ლიგის სათავეში ერთპიროვნული ლიდერობის შენარჩუნებას შეეცდება.
ოჰჰ სრული შემადგენლობით ხო იხეოდა შუაზე ფლიკის ბარსელონას წინააღმდეგ🤣🤣🤣🤣🤣 შარშან ისეთ მატჩი მოიგო ვალენსიამ რომ ჭირდებოდა და ბარსელონასაც რომ ეკიდა მარა იმ წინ რაც წააგო ვალენსიამ ეგიყო გაუპატიურება მათი და იგივე ელის ეხლაც 4 5 ბურთი