ჟოანი, ერიკი და გორდონი ვარჯიშს შეუერთდნენ

ჟოანი, ერიკი და გორდონი ვარჯიშს შეუერთდნენ

“სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერის” ბაზაზე ფეხბურთელების დაბრუნების დღეა. მაშინ, როდესაც გუნდის დანარჩენ ნაწილს უდინეში გამართული სამთა ტურნირის შემდეგ დასვენების დღე აქვს, ჟოან გარსია, ერიკ გარსია და ენტონი გორდონი მსოფლიო ჩემპიონატის შემდგომი შვებულებიდან დაბრუნდნენ, რათა ახალი სეზონისთვის მზადება დაიწყონ.

სამივე მოთამაშე ინდივიდუალურ სესიებზე გავის შეუერთდა, სადაც სატრენაჟორო დარბაზში მუშაობა მინდორზე ბურთით ვარჯიშს შეუთავსეს.

მზადების კიდევ ერთი კვირა

გუნდის დანარჩენი ნაწილი სესიების მორიგი კვირისთვის ორშაბათს “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერის” ბაზაზე დაბრუნდება. ჰანსი ფლიკმა და მისმა სამწვრთნელო შტაბმა ოთხშაბათსა და ხუთშაბათს ორმაგი ვარჯიშები დაგეგმეს, რაც ბაზელში გასამართ ამხანაგურ მატჩს უკავშირდება. ეს იქნება ბოლოსწინა ტესტი ოფიციალური სეზონის დაწყებამდე.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (8)

დატოვე კომენტარი

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 09 აგვ 2026, 18:39

    დღეს აიაქსის თამაშს ვუყურე და ერთი მაგარი სეივი განახორციელა ტერ შტეგენმა, რავი იმედია მანდ მაინც წავა მისი კარიერა კარგად, ამ ტრავმებმა მაგრად გაუმწარა კარიერა, არადა მაღალი დონის მეკარეა მაინც.

  • Barca for life
    Barca for life ვეტერანი
    schedule 09 აგვ 2026, 18:36

    დღეს დაწერა მარკამ რომ არაუხოს გაშვების მერე ფლიკს ახალი მცველი უნდაო.

    მერე ხერარდ რომერომ თქვა ჩემი ცნობებით ლაპორტმა ბარსელონას გაანდო ინფომაცია რომ 12.5მ აქვს გამოსასყიდშიო, შემდეგ კი პრესაში დაიწყო 70-80 მილიონზე საუბარიო.
    ნუ ამ კაცს მთლად არ დაეჯერება, მარა ადრე როგორც წავიკითხე ჯოან გარსიამაც ზუსტად ეგ ქნა რო ბარსას 25 მილიონიან გამოსასყიდზე ინფო მიაწოდა და ეგრე წამოვიყვანეთ, თორე ისე ვინ გამოგვატანდა.. ახლა ესეც თუ სიმართლე აღმოჩნდა და 12.5ად მოვიყვანეთ ლაპორტეც ნუ რავიცი.. ავშენებულვართ.

    ისე რასაც ესენი აკეთებენ ამ სატრანსფეროზე, ფაქტია დებილებს აღარ გვანან😂 ხოდა არამგონია ფლიკს ისე გაეშვა არაუხო რომ რაიმე მცველის ვარიანტი უკვე მოძებნილი არ ყოლოდა. განსაკუთრებით გუშინ დაცვაში ისეთები ხდებოდა და მერე ამისი სახე რომ აჩვენეს ისე გაბრაზებულად უყურებდა თამაშს რომ ე მანდ ვიფიქრე შანსი არაა ამის მერე კიდევ არაფერი შეიცვალოს თქო და დღეს უკვე დამხვდა მცველზე რაღაც ნიუსები. ხოდა მე მგონია რომ აუცილებლად მოხდრბა რაღაც და ლაპორტეზე თუ ეს სიმართლე აღმოჩნდა, რავიცი.. არც უნდა დაფიქრდნენ ისე უნდა დაავლონ ხელი და წამოიყვანონ.

    ასევე ბალდესაც კარგა ხანია წყალი აქვს შემდგარი, აგერ კანსელუ კი მოყავთ, მარა ლოგიკაში არ ჯდება 23 წლის ტიპი დასვა 32 წლის კაცის გამო და გჯეროდეს რო კაი საქმე ქენი, მაგას ხო ჯობია რომ გაყიდო ეს 23 წლის ტიპი, თან სათამაშო დროც ექნება და შენც რაღაცა მაყუთს ამოაგდებ. რავი მე მგონია რომ თუ კანსელუს ვაძირითადებთ, მაშინ სკამზე ცოტა შესაფერისი ტიპი უნდა გვეჯდეს და ესეთად ფორტი წარმომიდგენია. ხოლო თუ კანსელუ სკამისთვის გვინდა და ვინმე უნდა დადგეს ძირითადში, ეგ ტიპი აშკარად არ ჩანს ბალდე, იქედან გამომდინარე რასაც ბოლო 1 წელია თამაშობს და მაშინ სერიოზული ფულბექი უნდა მოვიყვანოთ. არადა ეგერ იყო კუკურელია… რანაირად დავკარგეთ არ მესმის.. არადა ამ გუნდს დააკვდებოდა.

    ნუ მოკლედ მე არ ვიცი ესენი რას ფიქრობენ, მაგრამ ფაქტია რომ მაგ ფლანგს დაცვაში სერიოზული ცვლილებები ესაჭიროება.
    ცხადია გუნდს, რომელსაც ყველა ტიტულის მოგება უნდა, ამის ამბიცია ვერ ექნება მარტინებთან და ბალდეებთან ერთად. ხოლო ლაპორტე და სპენსი რომ მოვიყვანოთ და მარტინი-კანსელუ სკამზე დავსვათ, უკვე საერთოდ სხვა საქმეა. გადაჭამდნენ ვაბშე ყველაფერს მაგ ფლანგზე.. აი რავი, უდედისმ*ვნელესი დაცვა გვეყოლება ეგ ცვლილებები რომ განხორციელდეს.

    სპენსი—ლაპორტე—კუბარსი—კუნდე
    კანსელუ—მარტინი—გარსია—ესპარტი

    ძალიან დაბალანსებული, ესპანეთივით დალაგებული, დაღვინებული, მართლა კაი დაცვის მოთამაშე გუნდი გვეყოლებოდა.
    ამ მსოფლიოზეც კარგად გამოჩნდა რო ეგენი არ არიან ხელწამოსაკრავი ფეხბურთელები. განსაკუთრებით სპენსს რომ შევხედე საფრანგეთთან ე მანდ ბოლოჯერ დავრწმუნდი რომ ბარსაში მინდოდა, თორე ჯერ კიდევ წინა წლის ევროპის სუპერთასზე ვიძახდი უეჭველი მოსაყვანიათქო, როცა ვნახე რომ მენდეში და დემბელე ჯიბეში ჩაისვა მარტო ერთმა კაცმა. ახლა კიდე მგონია რომ შესაძლოა მსოფლიოში ყველაზე დაუფასებელი ფულბექია, ისევე როგორც მაგალითად კუკურელია.

    ჰოდა ერთი სიტყვით, აი ლაპორტე და სპენსი რომ მოიყვანონ და არაუხოს მსგავსად ეს ბალდე და კრისტენსენი რომ გაუშვან, აი ჩემზე ბედნიერი კაცი არ იქნება.
    მერე 1 წესიერი სტრაიკერიც და თავი ქუდში გვაქვს, იმიტომ რომ ყველაზე დაბალანსებული და მრავაფეროვანი გუნდი გვეყოლება:
    მეკარე ტოპ 3, მცველები ერთ-ერთი საუკეთესოები თავიანთ პოზიციებზე, ნუ კუბარსი პოტენციურად საუკეთესო, მათი სათადარიგოებიც ძაან ნიჭიერები და მშრომელები, ნახდაცვა საუკეთესო პლუს ნახდაცვის სკამიც ხო საოცრება, შეტევაში მსოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი, პლუს ერთერთი საუკეთესო მარცხენა ვინგერი, მათ სკამებზე ძალიან მშრომელები და მაგარი ბიჭები და ბოლოს, სტრაიკერზე არ ვიცით რა მოხდება, მაგრამ თუ ვთქვათ და ალვარესი მოვიდა, აქაც ტოპ 3 საუკეთესო ტიპი გვეჩითება, ხოლო მიქაუტაძის შემთხვევაში ძალიან დიდ რისკში ვყოფთ თავს, მაგრამ შანსი არის რომ ის გამოვაცხოთ რაც ამ მსოფლიოზე ესპანეთმა ქნა. უბრალოდ მაინც დიდი რისკია და ამხელა გუნდი ამხელა ტიტულებზე რომ იწევს და ასეთ შემადგენლობას რომ კრავს მთლად მიქაუტაძეზე მინდობილი ვერ იქნება. აი ტორესის შემცვლელად რომ მოდიოდეს კიდევ ერთ სტრაიკერთან ერთად კი ბატონო, მაგრამ 2 სტრაიკერი გჭირდებოდეს და მარტო 1 და ისიც მიქაუტაძე მოგყავდეს მაშინ როცა სასკამედ სიტყვაზე ჰამზა, ლოპესი, ოლმო და ესეთი unapproved ხალხი გყავს ნუ არასერიოზულია.
    რავიცი, მე მაინც ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ ალვარესი გამოვა და თუ ვერ გამოვა მაშინ მიქაუტაძის ვარიანტი უკვე ძაან გასერიოზულდება, ნუ გააჩნია ვილიარელი რას მოითხოვს. 40-50ზე ძვირი ნაღდად არ ღირს და მეტი თუ მოითხოვეს, დაივიწყეთ.
    ჩემი აზრით ოსიმენის ვარიანტიც რეალური გახდება თუ ოსიმენს თავის მოთხოვნებს დააწევინებენ. რაღაც პონტში ისიც მგონია რომ შეიძლება ოსიმენის მოყვანა უფრო ღირდეს ვიდრე ალვარესის, მაგრამ თუ ინსაიდერულად იციან რომ ცუდი პიროვნებაა და გასახდელს არევს მაშინ დავიკიდოთ ჯანდაბას..
    მოკლედ ძალიან დიდი თავისტკივილი გამოდგა ეს სტრაიკერის ამბები და ვნახოთ რა და როგორ.. მთავარია დაცვასაც მიეხედოს და მარტო ამ სტრაიკერს არ გადაყვნენ

    • Motamashe
      Motamashe ახალბედა
      schedule 09 აგვ 2026, 19:09

      ახლა კაი დროსია მაგრამ ბალდე + 40 მილიონი რომ მიეცათ ჩელსისთვის დავიჯერო იმ სირ კუკურელიას არ მოგვცემდნენ? დაგვაკვდებოდა ზედ. ჯერ როდრის საქმე მიიყვანონ ბოლომდე ( რაღაც შიშები მაქვს და ღმერთმა ნუ ქნას გამართლდეს) მერე კანსელო გააოფიციალურონ დროზე. აი მერე გადავიდეთ ვირის ტყავის მოცილებაზე, ერთი საკმაოდ კარგი პირობებით გავუშვით ლივერპულში და საერთოდ არ გამიკვირდება ისე ითამაშოს რომ გაისად 55 ლიმონი ჩაუჩხრიალონ ვირთხას ჯიბეში. ახლა ერთადერთი ვითომ ფეხბურთელი დაგვრჩა ბალდეს სახით. მე მაგ ბიჭის ათამაშების საერთოდ არ მჯერა☹️ წელსაც თუ ჩაიჯვა ჩათვალე გაისად 10 მილიონადაც ვერ გავყიდით. არადა წელს შეიძლება პრემიერლიგაში მაგის ვინმესთვის შეტენვა 30 მილიონად. ან მცველის ტრანსფერში ხურდაში გატანება. რომერო სასტიკად არ მინდა, ჯერ მემარჯვენეა და მერე საშინელი ქაჯი. ლაპორტის გარდა ვერ ვხვდები ვინ შეიძლება მოიყვანონ. ბასტონზე კი ვოცნებობ მაგრამ
      ვხვდები რომ ამდენის ფული მართლა არ გვაქვს. რავი ბალდე + 50 მილიონად არ დაიკერება ვითომ ინტერი??? ბასტონი კუბარსი დაცვაში დარწმუნებული ვარ იქნება იდიალური, მშვიდი და დაუნგრეველი კედელი. როდრის რომ გააოფიციალურებენ მე პირადათ ვიწყებ ლოცვას ბასტონის ტრანსფერზე😀 სტრაიკერზე სიმართლე გითხრა საერთოდ არ ვფიქრობ, მგონია საერთოდ რომ არავინ მოიყვანონ ისედაც დედის მკვლელი გუნდი გვეყოლება ბასტონით და როდრით. ჰამზას გარდა რომელმაც შეიძლება გაამართლოს, გორდონიც თავისუფლად ითამაშებს და ადეიამიც. რაფოს და იამალის გაწირვა სტაიკერად არ ღირს. ამ ნახევარმცველების პასებით ოდნავ გოლის ალღოს მქონე შემტევი ფეხბურთელი სეზონში 30-35 გოლს ჩვეუმებრივად და თავისუფლად გაიტანს👍 სადაც შუშა კიტრმა ტორესმა 20 გოლი დადო, იქ გორდონი 30 გაიტანს.ან სატრანსფეროს ბოლო კვირაში შეიძლება ჟორჟის გადმოყვანა, თუ მოქვცეს ოღონდ მაქსიმუმ 40 მილიონად. რას იტყვი? რაში მეთანხმები და რაში არა, მაინტერესებს🙂

    • Vakho77
      Vakho77 ახალბედა
      schedule 09 აგვ 2026, 17:35

      სავარაუდოდ ზეგ მოამთავრებენ,მეორე შეთავაზება გაუკეთა 60+10 ბონუსებით და იმედია დათანხმდებიან…

      • nika 54
        nika 54 ლეგენდა
        schedule 09 აგვ 2026, 19:29

        ყველაზე მეტად ამ ტრანსფერის დახურვა მადარდებს, რაღაც ჩუმად არიან.