ჯესი ბისივუმ “ბარსელონას” მაისურით პირველად ითამაშა იტალიაში გამართულ სამთა ტურნირზე “უდინეზეს” წინააღმდეგ. ბელგიელი გარემარბი მეორე მატჩის მე-15 წუთზე ჩაერთო თამაშში და მარცხენა ფლანგზე ალეხანდრო ბალდესთან ერთად იმოქმედა. 18 წლის ასაკში, 21-ნომრიანი მაისურით მოთამაშე პერსპექტიულმა შემტევმა რამდენიმე გონივრული გარღვევა განახორციელა, ჩაერთო შეტევების შექმნაში და საჯარიმოში სახიფათო ჩაწოდება შეასრულა, რომლის გოლად ქცევასაც ებრიმა ტუნკარას ცოტა დააკლდა. მან თავადაც მიიღო გოლის გატანის შანსი, როდესაც მისი დარტყმული კარს ოდნავ აცდა.
ფერმინისა და რაფინიას პირველი წუთები, გადამწყვეტი როლი ნოტინგემ ფორესტის წინააღმდეგ
მეორე მატჩში ჯესი ბისივუს დებიუტის გარდა, 2026/27 წლების პრესეზონზე თავიანთი პირველი წუთები მიიღეს ფერმინმა და რაფინიამ. ანდალუსიელმა ნახევარმცველმა, რომელმაც ფეხის ტრავმა მოიშუშა, საღამოს პირველ თამაშში “ნოტინგემ ფორესტის” წინააღმდეგ მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე ითამაშა. ფერმინმა მოიპოვა პენალტი, რომელმაც საბოლოოდ გუნდს გამარჯვება მოუტანა. მან ასევე პირველად ითამაშა კარიმ ადეიემისთან და მარჯვენა ფლანგზე რამდენჯერმე ეფექტური კომბინაცია გაითამაშა.
პრესეზონზე დებიუტი ჰქონდა რაფინიასაც, რომელმაც ინგლისური გუნდის წინააღმდეგ ბოლო წუთზე პენალტის ზუსტად შესრულებით “ბარსელონას” გამარჯვება მოუტანა. მატჩი მან მარცხენა ფლანგზე დაიწყო, თუმცა მოედანზე თავისუფლად გადაადგილდებოდა. “ბარსელონას” ერთ-ერთი საკვანძო მოთამაშე, მსოფლიო ჩემპიონატზე ბრაზილიის ნაკრებში თამაშისას მიღებული კუნთის ტრავმის მორჩენის შემდეგ, საკმაოდ აქტიურად გამოიყურებოდა.
ბალდეს, ტონისა და ტომი მარკესის დებიუტი 2026/27 წლების სეზონში უდინეზეს წინააღმდეგ
ალეხანდრო ბალდეს, ტონი ფერნანდესსა და ტომი მარკესს “ბირმინგემ სიტის” წინააღმდეგ ამხანაგურ მატჩში არ უთამაშიათ, თუმცა სამივე მათგანმა სეზონში პირველად ითამაშა საღამოს მეორე შეხვედრაში “უდინეზეს” წინააღმდეგ.
ალეხანდრო ბალდე, რომელიც პირველ გუნდში თავის მეექვსე სეზონს იწყებს, “უდინეზეს” წინააღმდეგ მე-15 წუთზე მოედანზე კაპიტნის სამკლაურით შევიდა. ტონი ფერნანდესმა მარჯვენა ფლანგზე ითამაშა და თავისი საფირმო დრიბლინგი და მარცხენა ფეხით ბურთის ტარების უნარი წარმოაჩინა. დაბოლოს, ტომი მარკესმა, რომელმაც მარჯვენა ცენტრალური მცველის პოზიცია დაიკავა, ახალ სეზონში თავისი პირველი 15 წუთი ითამაშა.
არვიცი თქვენთან როგორ. მაგრამ ჩემთან ხმა არ ქონდა და ნახევარი გუნდი ვერ ვიცანი. ვერ გავიგე ვინ ვინ იყო გარდა ძირითადის მოთამაშეებისა. გვარებიც რო არ ეწერათ თან.