სატრანსფერო ფანჯრის დაწყებამდე თვეზე ნაკლებია დარჩენილი, ლა ლიგის სეზონის პირველ მატჩამდე კი – 12 დღე. თუმცა ჩემპიონატში მხოლოდ 11 ახალწვეულია დარეგისტრირებული.
ლა ლიგის ოფიციალურ ვებგვერდზე ვხედავთ, რომ 2026/2027 წლების სეზონისთვის მხოლოდ 11 ტრანსფერია დარეგისტრირებული. აქედან ერთი, ექტორ ფორტი, “ბარსელონას” სარეზერვო გუნდიდან პირველ გუნდში დაწინაურდა და ჯერ უცნობია, დარჩება თუ არა იქ. კიდევ ერთმა, აკორ ადამსმა “სევილია” უკვე დატოვა და იტალიურ “ვენეციას” მიაშურა. დარჩა 9 ფეხბურთელი, რომელთაგანაც 7 უცხოური კლუბიდან მოვიდა. ეს ნიშნავს, რომ დღეის მდგომარეობით, ლა ლიგის ახალ სეზონში მხოლოდ 7 ისეთი ფეხბურთელი იქნება, რომლებიც წინა სეზონში სხვა ჩემპიონატში თამაშობდნენ.
ლა ლიგაში დარეგისტრირებულთა სიაში არ არიან “ბარსელონას” ახალწვეულები, ენტონი გორდონი და კარიმ ადეიემი. თუმცა აშკარაა, რომ პრობლემა მხოლოდ კატალონიურ კლუბს არ აქვს. მაგალითად “რეალ მადრიდის” ახალწვეულები, ბერნარდუ სილვა და კარლოს ესპი რეგისტრირებული მოთამაშეების სიაში ჯერ არ არიან.
მოკლედ სანამ ტებას ყუმბარას არ შეუგდებენ ოფისში პატრონი არ ეყოლება ამ ლა ლიგას.
ალვარესი ატლეტიკოსთან ერთად ვარჯიშს უბრუნდება🙂 აბა ლაპორტას და დეკოს ფანკლუბ, მეოცნებებებო და ადვილად მოტყუვლებადებო🥹 ახლა რას ვშვებით? დაცვა რომ არ გვჭირდება ეგ უკვე მასწავლეთ. სავარაუდოთ არც ფორვარდი გვჭირდება და არც ჩამშლელი ხომ? ბალდეც იდიალურია✨✨✨ თქვენ დაუკართ☹️
ბიუროკრატია უნდა შესუსტდეს, ამ ლიგის ბაზაზე შეკრებილმა ნაკრებმა ყველაფერი მოიგო და ბარსა ეხლა დგება ფეხზე, 10 ფეხბურთელი 22 წლის ან მასზე ახალგაზრდაა, წამსვლელიც წავა და… ვალენსია-სევილიის კრახი კი მათივე ბრალია
უნდა ეტიროს ყოფა ამ ჩემპიონატს და იმ ბო$%^ზ პრეზიდენტს კიდე… 10 ადგილზეა ამ წამს მლს აი თუ არ გადაასწროს მალე ნახავთ….რამდენი გუნდი ჩაძირეს უაზრო გადაწყვეტილებების გამო… ყველა გუნდი ვალებშია და სევილია ვალენსია ხო ვაბშე ოდნავ ფეხის დაცდენა და გუნდები დაიშლებიან
ამ ტემპით ბუნდეს ლიგა 5 წელში გაასრებს რეიტინგში. დედა აღარ ყავს ლა ლიგას. სევილიას პატრონი უტირეს, არც ვალენსია არის სასწაული და მალაგა ვაბშე სადაა თვითონ არ იციან, არა და 10-15 წლის წინ გლეჯდა ყველაფერს.
5 წელში კი არა ახლაც ბევრად სასიამოვნო საყურებელია ბუნდესლიგა, ერთი ეგაა საჩემპიონო ინტრიგა არ არის
მაგიტომაცაა რო მკვეთრად ჩამოუვარდება პრემიერ ლიგას
დაიწყეს დამპლური თამაშები?