“ბარსელონამ” 2026/27 წლების წინასასეზონო გრაფიკის ფარგლებში კიდევ ერთი მატჩი დაადასტურა. ჰანსი ფლიკის გუნდი კვირას, 16 აგვისტოს, თვილისის დროით 18:30 საათზე “ბაზელს” დაუპირისპირდება. შეხვედრა შვეიცარიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ საფეხბურთო სტადიონზე, “სენტ იაკობ-პარკზე” გაიმართება.
“ბირმინგემ სიტისთან” ამხანაგური მატჩისა და უდინეში, “ნოტინგემ ფორესტისა” და “უდინეზეს” წინააღმდეგ გასამართი სამთა ტურნირის შემდეგ, “ბაზელში” გასამართი შეხვედრა გუნდისთვის რიგით მესამე წინასასეზონო ტესტი იქნება. კამპანიის ოფიციალურად დაწყებამდე ბოლო მოსამზადებელი მატჩი ჟოან გამპერის თასი იქნება, რომელიც ასევე გულშემატკივრების წინაშე გუნდის ოფიციალური პრეზენტაციის როლს შეასრულებს.
წინა შეხვედრები
“ბარსელონა” და “ბაზელი” ოფიციალურ ტურნირებზე ერთმანეთს ორჯერ შეხვედრიან, ორივეჯერ 2008/09 წლების უეფას ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე. “ბლაუგრანამ” “სენტ იაკობ-პარკზე” შთამბეჭდავი გამარჯვება მოიპოვა ანგარიშით 5-0 (გოლები ლეო მესიმ, სერხიო ბუსკეტსმა, ჩავი ერნანდესმა და ორჯერ ბოიან კრკიჩმა გაიტანეს), ხოლო “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გამართული საპასუხო შეხვედრა ფრედ, 1-1 დასრულდა, სადაც თავი კვლავ მესიმ გამოიჩინა.
ამ დაპირისპირებებამდე, “ბარსელონამ” 1958/60 წლების ბაზრობათა თასზეც ითამაშა ქალაქ ბაზელის წარმომადგენლობითი გუნდის წინააღმდეგ. მათ ორივე მატჩი მოიგეს – გასვლაზე 2-1, ხოლო საპასუხო შეხვედრაში 5-2.
განსაკუთრებული ადგილი
ბაზელს “ბარსელონას” ისტორიაში განსაკუთრებული ადგილი უკავია. 1979 წლის 16 მაისს შვეიცარიულმა ქალაქმა ევროპის თასების მფლობელთა თასის ფინალს უმასპინძლა, სადაც კატალონიელებმა დაუვიწყარ დამატებით დროში “ფორტუნა დიუსელდორფი” 4-3 დაამარცხეს.
ამ გამარჯვებამ კლუბს ევროპული მასშტაბის პირველი მთავარი ტიტული მოუტანა და მას უპრეცედენტო რაოდენობის გულშემატკივარი დაესწრო. დაახლოებით 30 000 კულე შვეიცარიაში გუნდის მხარდასაჭერად ჩავიდა, რაც ევროპულ ფინალზე “ბარსელონას” ქომაგების პირველ მასობრივ გასვლით მოგზაურობად იქცა.
ოთხ ათეულ წელზე მეტი ხნის შემდეგ, “ბარსელონა” ბრუნდება ბაზელში – ქალაქში, რომელიც კლუბის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე დასამახსოვრებელ ეპიზოდთან სამუდამოდ არის დაკავშირებული.
ბაზელი, ნორმალურია, ნორმალურ ქვეყანაში;
მოროკოელ ქოცებს ჰგონიათ, რომ ალჟირი-ლიბიას თუ სჯობიან, დემოკრატიულ და სამართლიან ქვეყანად გაქცევს;
70000 კაცი რომ სხვის საზღვარს ისტერიულად მიაწყდება და დახრჩობის რისკზე მიდიხარ, ოღონდ იქაურიობას მოსცილდე, ესე იგი უსაძალეგლსი მმართველობა გყავს უსაძაგლესი პირობებით;
115 000 სტადიონი ვერაფერს შეუცვლით, თუ მენტალიტეტსა და ღირებულებებს არ მიხედეს
ნაცმაცუნა🐔
ნაცი აქ არ ახსენო, ვერ ვიტან და სადაც დამპალი, რუსის ჩექმის მლოკავი კოლაბორანტი ქოცია, იქ მისი კოჰაბიტანტია, ბელადომანი ავტოკრატებით😈
ოკ, ნაცების თუ ვერ იტან ბოდიში. მეც ვერ ვიტან მაგათი დედებს შევეცი წალიან კაციანად✌️
დეკო რო მაინც აკუკავს აკვირდებით??როდრის ტრანსფერი ისეთი საკითხია რო უნდა გადარიცხო ფული და დახურო ტრანსფერი!!!აეხა პერესი რო გაბრაზდეს და 100 მილიონი გაისროლოს და აახიოს ცხვირწინ ხოიქნება ღირსი??ბიჭო ესენი ვინარიან ნევროზი დამმრთეს🤦🏻♂️🤦🏻♂️
პერესი ვერაფერს იზამს, როდრი მონა არაა, ბორკილები დაადონ და შოლტისცემით გამოიყვანონ ბერნაბეუზე სათამაშოდ;
მისი გადაწყვეტილება მთავარია
დე ჰო, დეკო არის ჟმოტი
მთავარია სიგიჟეში არ გადაუვიდეს ჟმოტობა და სადაც დასახარჯია, დახარჯოს
10-15 წლის უკან ძალიან კარგი გუნდი ჰყავდათ