ვარჯიშის მეორე კვირა – არაუხო დაბრუნდა

ვარჯიშის მეორე კვირა – არაუხო დაბრუნდა

კვირას დასვენების შემდეგ, “ბარსელონას” პირველი გუნდი ორშაბათს დილით სამუშაო პროცესს დაუბრუნდა. ჰანსი ფლიკის შეგირდებმა დღის ორი სესიიდან პირველი “სიუტატ ესპორტივა ჟოან გამპერზე” ჩაატარეს.

პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი ფეხბურთელი

ჰანსი ფლიკს ვარჯიშზე პირველი გუნდის ყველა ხელმისაწვდომი მოთამაშე ჰყავდა. მათ ურუგვაის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ყოფნის შემდეგ რონალდ არაუხოც შეუერთდა.

გასული კვირის მსგავსად, სესიაში მონაწილეობა მიიღეს “ბარსა ატლეტიკისა” და 19-წლამდელთა გუნდის წევრებმაც: ორიან გორენი, ალექს გონსალესი, ოსკარ ჟისტაუ, ჰამზა აბდელკარიმი, იბრაჰიმ დიარა, შეინ კლუივერტი, ებრიმა ტუნკარა, ტონი ფერნანდესი, გილე ფერნანდესი, ჟოფრე ტორენტსი, ტომი მარკესი, ბრიან ფარინიასი, ალვარო კორტესი, არონ იააკობიშვილი, იკერ როდრიგესი და ჩავი ესპარტი.

სამი ორმაგი სესია

ორშაბათი იმ სამი დღიდან პირველია, როდესაც ორმაგი ვარჯიშებია დაგეგმილი (დანარჩენი ორი ოთხშაბათი და პარასკევია). სამშაბათს, ხუთშაბათსა და შაბათს კი გუნდი მხოლოდ თითო სესიას ჩაატარებს.

გახდი ვოლტის კურიერი!

დარეგისტრირდი ვოლტის კურიერად და მიიღე 400 ლარი ბონუსი.

რეგისტრაცია

კომენტარები (5)

დატოვე კომენტარი

  • PAIN
    PAIN კულე
    21 ივლ 2026, 09:22

    ისე რას ფიქრობთ ითამაშებს მესი 2 წელში კოპას? ვფიქრობ დაასრულებს მალევე სანაკრებო კარიერას… უბრალოდ გულშემატკივარი ამ ყველაფრისსთვის მზად არაა… რანაირად უნდა ვუყურო მის გარეშე თამაშებს არვიცი 💔

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      21 ივლ 2026, 12:30

      ვფიქრობ დაასრულებს სანაკრებოს. სისწრაფე და სტამინა აღარააქვს. კი გენიოსია და ყველაზე ჭკვიანი ფეხბურთელია ისტორიაში მარა ყველაფერს აქვს თავისი დასაწყისი და დასასრული. ჯობია ბოლომდე ისეთი დაგვამახსოვრდეს როგორიც ყოველთვის იყო.