“ბარსელონამ” 2-კვირიანი ლიმიტი დააწესა, რათა იმ თავდამსხმელის დასამატებლად B გეგმა აამოქმედოს, რომელიც ფლიკს სჭირდება.
გასულ პარასკევს ხილ მარინმა ხულიან ალვარესის “ბარსელონაში” ტრანსფერს, მისივე აზრით, საბოლოოდ დაუხურა კარი. მიუხედავად ფეხბურთელის სურვილისა, დაეტოვებინა მადრიდის “ატლეტიკო”, მან მოისმინა: “ჩვენი უარი საბოლოოა. ხულიანს არც 100, არც 150 და არც 200 მილიონად არ გავყიდით.” რამდენიმე საათის შემდეგ, “ბარსელონას” პრეზიდენტმა ნიუ-იორკიდან Catalunya Ràdio-სთან საუბრისას უპასუხა: “ერთადერთი, რაც ვიცი, ისაა, რომ შეთავაზება გავაკეთეთ და ის ძალაშია. დადგება მომენტი, როცა ვიტყვით, რომ ჩვენი მხრიდან წინადადების ვადა ამოიწურა. სავარაუდოდ, ეს ივლისის ბოლოს მოხდება.” სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ორ კვირაში, და თუ რამე მნიშვნელოვნად არ შეიცვალა, კატალონიურმა კლუბმა ის ალტერნატივები უნდა აამოქმედოს, რომლებიც სპორტულ დირექციას წინასწარ აქვს მომზადებული.
რობერტ ლევანდოვსკის შემცვლელის ძიებაში
“ბარსელონას” სპორტულ დირექციას მაგიდაზე რამდენიმე ალტერნატივა აქვს. საუბარია სხვადასხვა პროფილის მოთამაშეებზე – დაწყებული უკვე შემდგარი, გამოცდილი ფორვარდებიდან, სამომავლო პერსპექტივებით დასრულებული. თუმცა, ერთი რამ ნათელია: ვინც არ უნდა მოვიდეს, მას რობერტ ლევანდოვსკის შეცვლის ურთულესი ამოცანა დაეკისრება და ამხელა წნეხთან გასამკლავებლად სათანადო ხარისხი და მენტალიტეტი უნდა ჰქონდეს.
ჟოაო პედრო
ერთ-ერთი ვარიანტი ჟოაო პედროა. მიუხედავად იმისა, რომ კარლო ანჩელოტიმ ის ბრაზილიის ნაკრების განაცხადში მსოფლიო ჩემპიონატისთვის არ შეიყვანა, ლონდონის “ჩელსის” ფეხბურთელი ძალიან მოსწონს დეკუს, რომელმაც აღიარა, რომ მის გარემოცვას კარგად იცნობს. მას შეუძლია როგორც ცენტრალური, ისე მეორე თავდამსხმელის პოზიციაზე თამაში. ის ახალგაზრდაა (24 წლის) და გასულ სეზონში ლონდონური კლუბის მაისურით 50 ოფიციალურ მატჩში 20 გოლი გაიტანა. მთავარი პრობლემა ისაა, რომ “ჩელსიმ” ის დაახლოებით 80 მილიონ ევროდ იყიდა და მისი გაყიდვის აუცილებლობა არ უდგას. თუ კლუბი ფეხბურთელს ხელშეუხებლად გამოაცხადებს, საეჭვოა “ბარსელონამ” რამე შეძლოს, თუ მაგიდაზე ძალიან დიდ თანხას არ დადებს.
მიკელ ოიარსაბალი
სან-სებასტიანის “რეალ სოსიედადის” თავდამსხმელი, რომელიც ესპანეთის ნაკრებთან ერთად მსოფლიო ჩემპიონატზე ბრწყინავდა, “ბარსელონასთვის” ძალიან კარგი ვარიანტი იქნებოდა. მისი კომბინაციური სათამაშო სტილი ფლიკის გუნდს იდეალურად მოერგება, თანაც ის ნაკრების ბევრ თანაგუნდელთან ერთად ითამაშებდა. ფეხბურთელი კარიერის საუკეთესო პერიოდს გადის და ესპანეთის ლა ლიგასაც იდეალურად იცნობს. მისი ტრანსფერი შესაძლოა 75 მილიონი ევრო დაჯდეს, რაც მისი ასაკის გათვალისწინებით საკმაოდ მაღალი თანხაა. “ბარსელონა” იმედოვნებს, რომ მოლაპარაკებების შემთხვევაში, ამ ციფრის შემცირებას შეძლებს. პრობლემა ისიც არის, სურს თუ არა კლუბიდან წასვლა თავად ფეხბურთელს, რომელიც “რეალ სოსიედადის” კაპიტანია.
ჯუნიორ კრუპი
ყველაზე რისკიანი, მაგრამ ამავდროულად ყველაზე პერსპექტიული ალტერნატივა “ბორნმუთის” ფორვარდი, ჯუნიორ კრუპია. 19 წლის ფეხბურთელის სახელი ბევრი ევროპული კლუბის, მათ შორის დეკუს დღის წესრიგშია. გასულ სეზონში მან პრემიერ ლიგის 33 მატჩში 13 გოლი გაიტანა. მისი განვითარების პოტენციალი უზარმაზარია, მაგრამ კარგი სეზონის შემდეგ ფასიც მკვეთრად გაეზარდა. “ბარსელონასთვის” ცხადია, რომ ფრანგი თავდამსხმელის გამო აუქციონში მონაწილეობას არ მიიღებს.
დუშან ვლაჰოვიჩი
ამ ყველაფრის ფონზე, დუშან ვლაჰოვიჩი საკუთარ თავს კლუბს კვლავ სთავაზობს. თავის დროზე “ბარსელონა” მას განიხილავდა, მაგრამ ახლა სხვა პროფილს ეძებს – არა ტიპურ, გამოკვეთილ “ცხრიანს”, არამედ ისეთს, ვინც საჯარიმოს გარეთაც კარგად თამაშობს და კომბინაციებში ჩართვა შეუძლია. თავდამსხმელმა გადაწყვიტა, რომ ტურინის “იუვენტუსთან” კონტრაქტს არ გაახანგრძლივებს და შეთავაზებებიც ექნება, მაგრამ ცოტა დაცდა და იმის ნახვა სურს, თუ რა მოხდება “ბარსელონას” შემთხვევაში. თუმცა, იმისათვის, რომ კლუბმა მისი ტრანსფერი განიხილოს, სერბმა ჯერ თავისი მაღალი ფინანსური მოთხოვნები უნდა შეამციროს.
ჰარი კეინი – მიუღწეველი ოცნება
რობერტ ლევანდოვსკის მსგავსი ტრანსფერის განმეორება ჰარი კეინთან ერთად, ალბათ, მიუღწეველი ოცნება იქნებოდა. მიუხედავად იმისა, რომ 30 წელს გადააბიჯა (32 წლისაა), ის კვლავ დაუჯერებელ ბომბარდირულ მაჩვენებლებს აფიქსირებს. გასულ სეზონში მან 51 ოფიციალურ მატჩში 61 გოლი გაიტანა. მიუნხენის “ბაიერნი” მის გაყიდვას არ განიხილავს; პირიქით, კონტრაქტის გახანგრძლივება სურთ და ლევანდოვსკისგან განსხვავებით, კეინიც არ ეძებს კარიერაში ცვლილებებს. “ბარსელონა” აფასებს, რომ პოლონელის მსგავსად, ისიც მყისიერი შედეგის მომტანი შენაძენი იქნებოდა, მაგრამ პოტენციური ტრანსფერის ღირებულება და მისი მაღალი ხელფასი ამ ოპერაციას შეუძლებელს ხდის.
ეს სახელები (და შესაძლოა ისეთებიც, რომლებიც მედიაში არ გაჟღერებულა) “ბარსელონას” B გეგმაა იმ შემთხვევისთვის, თუ ხულიან ალვარესის ტრანსფერი გაიწელება. კლუბის სპორტულ დირექციასა და ფლიკს არ სურთ, რომ სატრანსფერო ფანჯარა ცენტრალური თავდამსხმელის დამატების გარეშე დაიხუროს.
მიკელი იაფად შეიძლება ბევრად საიდან მოიტანეს ეგ თანხა😂 ვიღაცა გაუკრვეველი 19 წლის ფორვარდი რატო უნდა მოიყვანო ლა მასიაშია ყრია ეგეთები.100 მილიონი გადაიხადო და ზარდო მერე ან გამართლებს ან არა სისულელეა ჩვენ გვინდა გამოცდილი კაცი.✌🏻დეფიციტია ფირვარდების ამიტომა ალვარესზე რომ ჩაიციკლეს.
ვლაჰოვიჩი არაა იმ დონის რო ძირითადში ითამაშოს, ტორესსაც ვერ ამოაგდებს ძირითადიდან მარა როტაციაში უფასოდ შეიძლება. თუ ალვარესი არ გამოვიდა ჯანდაბას. ბოლო ბოლო ისეთ ასაკშია 30 მილიონად გაყიდი რო რამე. ჯოაო პედროს არავინ მოგვცემს სულ რო შუაზე გაიხეს ბარსა. ჩელსიში ალონსო მივიდა და კარგ პროექტს გააკეთებს, არ მგონია გუნდის მთავარი გამტანი გაყიდონ. კეინი საერთოდ გამორიცხულია, რჩება ბაიერნში და ახალნგრძლივებს. კრუპი კარგი ბიჭია, თან ძალიან მარა იმხელა კონკურენციაა, ყველას უნდა, წავა აუქციონი და ფასი ავა 100 ზე მაღლა. ხელფასსაც ჩვენზე მეტს სხვა შესთავაზებს. იერზაბალი ფლიკის სტილის არაა, არაა მორბენალი და პრესინგზე მოთამაშე. ნაკრებში კი გააქ გოლები მარა ნაკრები საერთოდ სხვა ფეხბურთს თამაშობს, ბარსა სხვას. კი არი 8-9 ბარსელონელი ნაკრებში მარა სულ სხვა სტილია. ალვარესია იდეალური ვარიანტი, იქნებ აჯანყდეს და სხვა ვარიანტი აღარ დარჩეს ატლეტიკოს, მარა ეგენი ისეთები არიან, სკამზე გაახმობენ და აქ არ გამოუშვებენ. მოკლედ ფორვარდის პოზიცია ჰაერში გვრჩება. დარჩეს ტორესი და ვლაჰოვიჩი მოვიდეს 1 წლით ვცადოთ, თუ არ ივარგა უფასოდ მოდის და გაიყიდება მერე. დაცვას მიხედონ, კარგი ცენტრალური მცველი გვინდა
ხო სავარაუდოდ რამე პიროვნული თვისებების გამო არ უნდათ ვიქტორა, მათ ბევრად მეტი ინფორმაცია ექნებათ, თორე ასე არ დააიგნორებდნენ.
კრუპი არ ვიცი ნაღდად, კეინის ყიდვა საერთოდ შესაძლებელი თუა, რა ფასადაც დათმობს ბაიერნი იმ თანხის გადახდა არ ღირს ვეტერანობასთან ახლოს მყოფ კაცში. გასაგებია რო საფეხბურთო ასაკი მომატებულია და დიდხანს თამაშობენ, მარა მე მაინც მგონია რო არ ღირს.
დანარჩენების დამატებას კიდე რა აზრი აქვს ვერ ვხვდები?!
და ვინმე სხვას უნდა რო? არავის არ უნდა ეგ ოსიმენი ფოვარდების დეფიციტია და მაინც არავის არ უნდა.
Კრუპის თამაშები არ მაქ ნანახი თუმცა ჰაილაითებით კარგი ფეხბურთელი ჩანს ჟოაო პედროც კარგი ვარიანტია მთავარია ჩელსი რამდენად შეელევა კეინი გამორიცხულია არ გადმოვა და არც გამოუშვებს ბაიერნი. Მთავარია ოიარსაბალი არ მოიყვანონ ერთი ფერან ტორესი საკმარისია ისედაც, მეორე აღარ არი საჭირო
ოიარსაბალსა და ფერანს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ოიარსაბალი ერთ-ერთი საუკეთესო ფინიშერია, უბრალოდ ზოგჯერ ჩაკარგვა სჩვევია, ფერანის ამბავი კი პირიქითაა, პოზიციას იდეალურად არჩევს, სულ ეპიცენტრშია და მომენტი ექმნება, მაგრამ ფინიშინგი არ უვარგა მენტალიტეტის გამო.
ესპანეთის ნაკრები კი ამტკიცებს რომ ამ ფორვარდებთან ერთადაც შესაძლებელია ყველაფერის მოგება, მათი მთავარი ძალა მწვრთნელი და ძალიან დიდი ინტელექტია, საუკეთესოდ თამაშობენ უბურთოდ და არ ჩერდებიან. ანუ კონკრეტულად ინდივიდები არ არიან მნიშვნელოვანები და არ ელოდებიან რომ ვინმე 1 ტიპი გააკეთებს ყველაფერს, თუმცა ნაწილობრივ ინდივიდუალურ კლასზე დამოკიდებულებიც არიან, მაგრამ მაინც იმდენად მინიმალურამდეა დაყვანილი, რომ როდრის შეცვლაც არ ეტყობათ, იამალის უფორმობაც, უილიამსის ტრავმიანობაც, დაცვაში ბებერი ლაპორტესა და არასტაბილური პოროს ყოფნა და რა თქმა უნდა არც ტორესი და ოიარსაბალი არ წყვეტდნენ ვარსკვლავებს, მაგრამ ევროპის მათზე ვარსკვლავურ გრანდებს კი გადაუარეს.
ასე რომ მთავარია ფლიკი რას მოიფიქრებს თორემ ფაქტია ზუსტად მაგ ტორესმა და ოიარსაბალმა დადეს ევრო-მსოფლიო და ახლა თათხეთ რამდენიც გინდათ.
ჩელსიმ ვიღც ამბალაში 140მ გადაიხადა ახლა, ვინმეს თუ გაუშვებენ მოითხოვენ არაადეკვატურ თანხას, თან ეგ პედროც არაა ისეთი რო ღირდეს გაგიჟება
ასე მგონია რომ სადღაც 70%ით გამოვა ალვარესის ტრანსფერი, თუ არადა ამ ჩამოთლილთაგან (ვლაჰოვიჩის გარდა) ყველა კანდიდატურა მისაღებია და რაღაცას იზამენ მოკლედ.
მე უფრო მეტად ის მეპრობლემება რომ დაცვაზე არ იწერება არაფერი, არადა ყველაზე ცუდი სიტუაცია მანდ გვაქვს. გადაყვნენ 1 ალვარესს და ამ დროს დაცვაში ორპირი ქარი გვაქვს.
კუბარსიმ ამ მსოფლიოთი დაამტკიცა რომ ლამინის მერე ყველაზე დიდი ტალანტია და შეუძლია რომ ოლთაიმერობაზეც გაიწიოს, მაგრამ ეს სიტუაცია თუ დატოვეს ყველას ისევ მორიგი *ლე მცველი ეგონება და მე პირადად მის ადგილას წავიდოდი..
ჯერ მარტო კუბარსის სიტუაცია გვაჩვენებს თუ რამდენად არასწორია ფლიკის ქმედება დაცვასთან მიმართებაში, ბავშვს სეზონის სტარტზე ყველა ლანღავდა, უხსენებდნენ 1-2 კინკილა ეპიზოდის და ეჯმებოდა ზოგად კონტექსტში მაშინ როცა რეალურად ის შეცდომები ძირითადად გამოუწვეული იყო ტაქტიკისა და გამოუცდელობის გამო, ანუ ჯერ ამ ამოწეულ დაცვაში როგორ შეიძლება რომ მომენტები არ გაგვიძვრეს და მერე ფაქტია კუბარსი როგორ თამაშობს გამოცდილ და გამოუცდელ მცველებთან ერთად. ტიპს ესეც არ აკმარეს და სეზონის სტარტზე ყველა დაუყენეს გვერდით, იქამდე სანამ მარტინს არ მიაგნეს, მაგრამ მარტინიც არაა გამოცდილი და ამას ფულბექების არასტაბილურობაც დაემატა.
ერთი სიტყვით დაცვას მიხედეთ დაცვას!!! მორიგი გენერაციული ტალანტი გვყავს და კარიერას პროსტა იმიტომ ვუფუჭებთ რომ მწვრთნელი დაცვის საჭიროებას არ აღიარებს.
ნუ რავიცი, ამ სეზონშიც თუ იგივე გააგრძელა ფლიკმა, მაშინ მის გაშვებაზე სერიოზულად დავფიქრდებოდი და დელაფუენტეს დაკერვას შევეცდებოდი, წარმოშობით კატალონიელია ეგ კაცი და თან რამდენი ხანი უნდა გაწვრთნას ეგ ნაკრები.. ლამის მთელი ცხოვრებაა მაგ ნაკრებში მუშაობს და რით ვერ მოწყინდა😂
რა კეინი რა ოიარსაბალი შინგნეულობა ზოარ აწუხებთ კეინს არაფერს ვერჩი უბრალოდ შეუსრულებელი მისიაა და ოიარსაბალი ვის რათ უნდა კაცმა მსოფლიო მოიგო ამ ასაკში შეიძლება ფეხბურთიც არ ითამაშოს ვის რათ უნდა
ოიარსაბალი ჯბოს ყველას
ისე კუკურელია როგორ გავმაზეთ,
თან ინტერვიუთი ჩანს რო აშკარად უნდოდა ბარსაში
ოიარსაბალი ვიყიდოთ რა 😂😂😂
მაინც ვერ ვხვდები ოსიმენი ვარიანტებში მაინც როგორ არ ყავთ
არუნდა ფლიკს აშკარად ოსიმენი და მაგიტომაც არ იხედებიან მაგისკენ თორე კაკ მინიმუმ სიაში იქნებოდა
დღეს კარგი სტრაიკერი სანთლით არის მოსაძებნი, ძალიან ჭირს… ამ კაცს არ უშვებს ატლეტიკო და ვინმე კარგი ჭირდება 9 იანი გუნდს…
ოიარსაბალში 75 გადახდა სიგიჟეა. 29 წლისაა თან 2 წელში უმთავრდება კონტრაქტი. ალვარესი თუ არ გამოვა ჩამოთვლილთაგან კრუპი მირჩევია ყველას. კეინს არ ვთვლი ეგ შეუძლებელია
თქვენი არვიცი და მე ოიარსაბალი ძაან დამევასაა😀❤️
აქვს პლიუსებიც და მინუსებიც მინუსი ის არის რომ გამოკვეთილი ცხრიანი არ არის და მე თუ მკითხავთ არცაა საჭირო ჩვენს ფორმაციაში მეორე მინუსი სისწრაფე არ უვარგა და დიდი პლიუსი ნაკრებიდან გამომდინარე გუნდთან შეთამაშებულობა კარგი ხედვა და კარგი დარტყმა აქვს, მე არ ვარ წინააღმდეგი თუმცა უკეთეს ვიმედოვნებ რომ მოიყვანენ. აქ ჩამოთვლილებიდან კეინს არ გამოუშვებენ და დანარჩენებს ისევ ეს მირჩევნია, ნუ ვიკტორ ოსიმენზე გაბიწევდი მაგრამ რატომღაც ყველა დუმს ამ.კაცზე ბორდში ეტყობა რაღაც იციან
ოსიმენის ხასიათი და ძალიან მაღალი ფინანსური მოთხოვნებია პრობლემა, თორემ ფაქტია თავად დებილები არ არიან რომ ეგ კანდიდატურა არ განეხილათ. ადრე სადღაც დაიწერა რომ 140მს ითხოვენ ოსიმენშიო და ამას გარდა თავად ფეხბურთელსაც ძალიან მაღალი ხელფასი უნდაო, სადღაც 30+, შესაბამისად გასაკვირი არაა საერთოდ არაფერი რომ არ იწერება.