“ბეტისთან” გამართულ მატჩში (4:1) ორი გოლის გამტანმა სესკ ფაბრეგასმა მუხლის ტრავმა მიიღო და ჯერჯერობით უცნობია, რამდენი ხანი გაუცდება მას. ოფიციალური ინფორმაციით, ფაბრეგასი, მესის მსგავსად, შემოწმებას დღეს გაივლის და მისი მკურნალობისთვის საჭირო ვადები დადგინდება.
“ტკივილს ჯერ კიდევ “მილანთან” თამაშის დროს ვგრძნობდი. დღეს ყველაფერი კარგად დაიწყო, მაგრამ შემდეგ დისკომფორტი ვიგრძენი და გადავწვტიე, ჯობდა მოედნიდან გამოვსულიყავი. ამ მუხლზე ტრავმა 3 წლის წინაც მქონდა.” – აცხადებს სესკ ფაბრეგასი.