workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
„ბეტისი“-„ბარსელონა“ – იცით თუ არა, რომ…

„ბეტისი“-„ბარსელონა“ – იცით თუ არა, რომ…

“ბეტისთან” გასამართი მატჩის წინ გთავაზობთ საინტერესო ფაქტების ჩამონათვალს.

  • “ბეტისთან” სტუმრად ჩატარებულ 48 თამაშში, “ბარსელონამ” 19-ჯერ მოიგო, 13-ჯერ ფრედ ითამაშა და 16-ჯერ წააგო.
  • “ბენიტო ვილიამარინზე” გამართული ბოლო 8 თამაშიდან “ბარსამ” მხოლოდ 2 მოიგო, ხოლო 4 ფრედ დასრულდა.
  • ვიქტორ ვალდესმა, ანდრეს ინიესტამ და ჩავიმ ამ რვავე შეხვედრაში ითამაშა.
  • “ბარსელონას” დღევანდელი შემადგენლობიდან “ბენიტო ვილიამარინზე” გოლი მხოლოდ ლიონელ მესისა და სერხიო ბუსკეტსს გაუტანიათ.
  • გასულ სეზონში, 2:1 მოგებულ შეხვედრაში, ორივე გოლი ლიონელ მესიმ გაიტანა. ამ თამაშის შემდეგ, არგენტინელს კალენდარული წლის განმავლობაში 86 გოლი დაუგროვდა და მან მანამდე რეკორდსმენ გერდ მიულერს გადაასწრო.
  • ხუან ვერდუ და ხავი ტორესი, რომლებიც ამჟამად “ბეტისში” თამაშობენ, “ბარსელონას” სკოლის აღზრდილები არიან.
  • “ბეტისის” მწვრთნელი, პეპე მელი “ბარსელონას” 8-ჯერ დაუპირისპირდა. მისმა გუნდებმა 6-ჯერ წააგეს, გაიტანეს 10 და გაუშვეს 26 გოლი.
sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward