workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
მონაკომ ანსუ ფატის გამოსყიდვა გადაწყვიტა

მონაკომ ანსუ ფატის გამოსყიდვა გადაწყვიტა

საფრანგეთის ჩემპიონატში მოთამაშე მონაკომ “ბარსელონადან” იჯარით აყვანილი თავდამსხმელის, ანსუ ფატის გამოსყიდვა გადაწყვიტა. ამ ინფორმაციას ფაბრიციო რომანო ავრცელებს.

ესპანელი შემტევი “მონაკოში” გასულ ზაფხულში იჯარით გადავიდა. მონეგასკებმა მისი 11 მილიონ ევროდ გამოსყიდვის უფლება დაიტოვეს და თუ ფაბრიციო რომანოს დავუჯერებთ, ამ უფლების გამოყენება გადაწყვიტეს. ამის შესახებ ინფორმირებულია “ბარსელონაც”, რომელიც 23 წლის ფეხბურთელის მომდევნო ტრანსფერიდან წილის მიღების უფლებას იტოვებს.

ამჟამად ანსუსთან პირადი კონტრაქტის დეტალებზე შეთანხმება მიმდინარეობს და მოლაპარაკებები დასკვნით ეტაპზეა. გარიგების წარმატებით დასრულების შემთხვევაში “ბარსელონა” არა მხოლოდ 11 მილიონ ევროს მიიღებს, არამედ 2028 წლამდე ფატის ხელფასზეც დაზოგავს თანხას, რაც კლუბს ლა ლიგის ფინანსური ფეარ ფლეის მოთხოვნების შესრულებაში დაეხმარება.

ანსუ ფატი “ბარსელონას” სკოლის აღზრდილია. პირველ გუნდში ის 2019 წელს დიდი იმედებით გამოჩნდა და ამ იმედებს ამართლებდა კიდეც, მაგრამ შემდეგ მისი პროგრესი ტრავმებმა მნიშვნელოვნად შეაჩერა. კატალონიელთა რიგებში ჩატარებულ 123 თამაშში ანსუმ თავი 29 გოლითა და 10 საგოლე გადაცემით გამოიჩინა. ერთი სეზონი ის ინგლისურ “ბრაიტონში” იყო განათხოვრებული, სადაც 27 თამაშში 4 გოლი გაიტანა და ერთხელ თანაგუნდელებს გაატანინა. “მონაკოს” მაისურით მიმდინარე სეზონში გამართულ 28 მატჩში კი ფატიმ მეტოქეთა კარი 11-ჯერ აიღო.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward

forum კომენტარები (46)

  • Cule cule
    Cule cule ახალბედა
    schedule 08 მაი 2026, 00:03
    #46

    რა სამარცხვინო თანხაა 11 მილონად ბარსელონას ფეხბურთელის გაყიდვა ამ ბიჭს ნიჭი და ტალანტი არ აკლია უბრალოდ ტრავმებდა დატანჯა თორე დღეს იამალის გვერდით ითამაშებდა უპრობლემოდ

  • PUIOL5
    PUIOL5 გულშემატკივარი
    schedule 07 მაი 2026, 11:18
    #41

    ისე რა დიდი ღლეა ლაპორტა. 23 წლის ფეხბურთელს 11 მილიონად აძლევს ფულის ტომრებს.

    • Moriarti
      Moriarti გულშემატკივარი
      schedule 07 მაი 2026, 17:58
      #45

      ფილულსაც შოულობს და საკმაოდ დიდი სახელფასო ჭერი თავისუფლდება. 10ზე მეტი აქ ხელფასი

  • jack slater
    jack slater ლეგენდა
    schedule 07 მაი 2026, 08:30
    #37

    გაირჭონ უკან ეს უვარგისი შავი ხორცის კუსოკი.

  • Bakero
    Bakero ლეგენდა
    schedule 07 მაი 2026, 03:35
    #30

    ბაიერნი : პსჟ იყო ლუის ენრიკეს მასტერ კლასი ძალიან გამიკვირდა ბაიერნის ასეთი უსუსური თამაში შეტევაში მუსიალა გარდაცვლილა ის სხვა მუსიალა იყო ყველას რომ ევასებოდა ნამდვილად არ ველოდი ზაირ ემერის ასეთ კარგ თამაშს დაცვაში მე მგონი დაცვაში ჰაკიმზე უკეთესი თუ არა არაფრით ჩამოუვარდება ! ხვიჩა რომ ბრილიანტია ეგ ისედაც ვიცოდით სამწუხარო ის არის რომ ქართველები არ აფასებენ დემბელეც მოსვა სკამზე და დუეც ლუჩომ ვითომ მაგ დროისთვის ხვიჩას ნაკლები ენერგია და ჯანი ჰქონოდა დახარჯული რა იმუშავა დაცვა/შეტევა ….არსენალს ჩემთვის საუკეთესო დაცვა ჰყავს სალიბა/მაგალიაეში ფლანგებზე ბენ უაიტი და ინკაპიე (არავითარი კალაფიორი რომელიც საოცნებო ზამენაა) მაგრამ თუ არტეტა დაცვაში ჩადგა პსჟ-სთან და ზუსტად ისეთივე ინტენსიური როგორ ფეხბურთსაც სეზონის დასაწყისში თამაშობდა არ ითამაშა მაშინ შანსი არ ექნებათ მიუხედავად იმისა რომ პსჟ-ზე არა ნაკლები რესურსი აქვთ თუმცა ფეხბურთელი რომელიც არსენალში ყველაზე მაგრად მევასება მიკელ მერინო არ ეყოლებათ პლიუს აბა შეადარეთ მენტალურად ორივე გუნდი 😀 😀 😀

    • Don_Andresito
      Don_Andresito ლეგენდა
      schedule 07 მაი 2026, 10:14
      #40

      მენტალურად დიდი სხვაობაა, მაგრამ არსენალმა მანამდე თუ პრემიერ ლიგა მოიგო, რასთანაც ძალიან ახლოსაა, სერიოზულ მუხტს მიიღებს, შვებით ამოისუნთქებს რასაც ქვია და ძალიან საშიში იქნება ფინალში. თან 1 თამაშია რა, კაცმა არ იცის როგორ წავა. რა თქმა უნდა პსჟ ფავორიტია მაგრამ მსოფლიო საკლუბოს ფინალი მახსენდება, მანამდე რეალი გააქრო პსჟ ემ, მერე ბაიერნს მოუგო მარტივად და ფინალში თითქოს უპრობლემოდ უნდა მოეგოთ მარა არ წაუვიდათ თამაში. წელს ჯგუფში არსენალი ბაიერნთანაც ვნახე, ინტერთანაც და ატლეტიკოსთანაც ისე მშვიდად მოუგეს სამივეს ვითომც არაფერი. შარშანდელზე უკეთესი გუნდია წელს არსენალი რესურსით და წესით გაუწევს წინააღმდეგობას. ტოპ დაცვა ყავს და კარგი ნახევარდაცვა. პსჟ ეს მხარეს მენტალობაა და კვარას დონე რომელსაც ამ მატჩის ბედის გადაწყვეტა შეუძლია და რა თქმა უნდა ფავორიტია მაგრამ მაინც ალბათ ყველაზე უხერხული მეტოქეა გუნდი რომელსაც ასეთი კარგი დაცვა ყავს. 1 კუთხური უნდა არსენალს, გაიტანოს და ჩაჯდეს. ლუჩოს გენიაც კი შეიძლება უძური აღმოჩდნეს მერე

      • ☠️•Spooky•☠️
        ☠️•Spooky•☠️ გულშემატკივარი
        schedule 07 მაი 2026, 11:25
        #42

        გატენის არსენალი და მიუგებს ფინალს. საცოდაობაა ზიდანმა მოიგო ზედიზედ,პსჟ იგებდეს და გვარდიოლას იმ ეპოქალურ გუნდს არ ჰქონდა ზედიზედ. მე იმ მსაჯის დედას რო შვც ჯერ მილიტოს ჩათვლილზე და მერე კრკიჩის გაუქმებულზე. იმენა არაგვაქ რა ბედი მაგის დედაც რა.არსენალს კიდე ეკუთვნის,ადრეც მაგარი გუნდი იყო და ახლაც წლებია ნაბიჯ-ნაბიჯ აშენებენ ძმაო…

  • Robert lewandovski
    Robert lewandovski კულე
    schedule 07 მაი 2026, 01:41
    #27

    რავი მაგის დედა ვატირე, ამ პსჟ-ს შემადგენლობას არც შევადრი ისეთი გვყავდა ლუჩოს დროს და ჩვენთან ერთად ვერ მოიგო, არადა ის მეორე სეზონიც რა მაგრად დავიწყეთ რო ვიხსენებ, ატლესთან 100% პენალტი არ დაგვიდეს, ვინ იცის ეგება მოგვეგო კიდევაც.

    • MESSI 2017
      MESSI 2017 ვეტერანი
      schedule 07 მაი 2026, 04:16
      #33

      განსხვაება ისაა რომ პსჟს მსაჯები ეხმარებიან და ბარსას მსაჯებიანად უნდა გადატყნას მთელი ტურნირი რომ ლიგა მოიგოს

      • korezi
        korezi ახალბედა
        schedule 07 მაი 2026, 07:49
        #35

        100% 2 პენალი არ დაუდეს სავარაუდოთ ხელაიფიმ იყიდა უეფა ,არ იციან მაგათმა გერმანელების ამბავი რუმენიგე და კომპანია არ შეარჩენენ ეგრე იოლად ტათცა მოხდება უეჭველი