workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
კურტუა: “ვფიქრობ, ვილია ფალკაოს დაგვავიწყებს”

კურტუა: “ვფიქრობ, ვილია ფალკაოს დაგვავიწყებს”

მადრიდის “ატლეტიკოს” გოლკიპერმა, ტიბო კურტუამ, შეაქო თავისი თანაგუნდელი დავიდ ვილია, იტყობინება ესპანური მედია.

ვილია ესპანეთის სუპერთასის პირველ გათამაშებაში “ბარსელონას” წინააღმდეგ მატჩში გოლის ავტორი გახდა. მისმა გოლმა “ატლეტიკოს” ფრედ დაამთავრებინა შეხვედრა.

“მე ვთვლი, რომ ჩვენ “ბარსელონასთან” კარგად ვითამაშეთ. ერთია, როცა კატალონიელებისგან იცავ თავს, მაგრამ სულ სხვაა, როცა მათ კარს წარმატებით უტევ. სწორედ ეს გააკეთა “ატლეტიკომ”.

რაც შეეხება ვილიას, მე მგონია, რომ მას შეუძლია დაგვავიწყოს რადამელ ფალკაო”, — განაცხადა ბელგიელმა მეკარემ.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward