workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი ერნანდესი დაქორწინდა

ჩავი ერნანდესი დაქორწინდა

დღეს ჩავი ერნანდესის ცხოვრებაში ერთ–ერთი უმნიშვნელოვანესი დღეა.  “ბარსელონას” ნახევარმცველმა და კუნილიერა ნურიამ იქორწინეს. სტუმრებმა “ბლანეს მარიმურტას” ბოტანიკურ ბაღში შეკრება კატალონიის დროით 18:00 საათიდან დაიწყეს.

ქორწილს “ბარსელონას” ფეხბურთელები ესწრებოდნენ. პირველი ცერემონიაზე ვიქტორ ვალდესი გამოცხადდა, რომელსაც თან ორსული ცოლი იოლანდა ახლდა. ამის შემდეგ კი პირველი გუნდის სხვა ფეხბურთელებიც გამოჩნდნენ: სესკი, ინიესტა, მესი, პედრო, ბუსკეტსი,  ჟორდი ალბა, მასკერანო, თითოეულ მათგანს თან პარტნიორი ახლდა. ქორწილს ასევე დაესწრო “ბარსას” უკვე ყოფილი ფეხბურთელი დავიდ ვილია, რომელიც ასევე ახლდა ცოლი.

“ბარსელონას” ფეხბურთელებიდან ჩავიმ პუიოლი და პიკეც დაპატიჟა თავიანთ პარტნიორებთან ერთად, თუმცა საზღვარგარეთ ყოფნის გამო მათ მისვლა ვერ შეძლეს. ქორწილს არ ესწრებოდა ასევე ესპანეთის ნაკრების კაპიტანი და ჩავის მეგობარი იკერ კასილასი, რომელიც მის მეგობარ გოგო სარა კარბონეროსთან ერთად იყო დაპატიჟებული.

“ბარსას” ფეხბურთელების გარდა ქორწილს ესწრებოდნენ: “ლივერპულის” მეკარე პეპე რეინა, გაბრი და “ბარსას” ყოფილი ფეხბურთელი ალბერტ ჟორკერა.

რაც შეეხება სხვა დეტალებს, პატარძალი ქორწილში “როლს–როისით” გამოცხადდა, მისი კაბის დიზაინი კი ესპანელ დიზაინერ როზა კლარას ეკუთვნის.

 

სურათები ქორწილიდან

ჩავი ერნანდესი დაქორწინდა

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward