workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
სერხი რობერტო პირველ გუნდში ითამაშებს

სერხი რობერტო პირველ გუნდში ითამაშებს

კატალონიური პრესის ცნობით, 21 წლის ცენტრალური ნახევარმცველი სერხი რობერტო, რომელიც ამჟამად “ბარსა ბ”-ში ირიცხება, მომდევნო სეზონიდან, “ბარსელონას” პირველ გუნდში ითამაშებს.

სერხი რობერტოსთან, რაფაელ ალკანტარასთან, ჟერარ დეულოფეუსთან, ოიერ ოლასაბალთან და კიკო ფემენიასთან დადებული კონტრაქტების თანახმად, ეს ფეხბურთელები, მომდევნო სეზონში, “ბარსას” პირველ გუნდში დაწინაურდებიან. ჩამოთვლილთაგან ოთხის ბედი ჯერ კიდევ გაურკვეველია. რაც შეეხება სერხი რობერტოს – Sport-ის ცნობით, ის მომდევნო სეზონისთვის ტიტო ვილანოვას გეგმებში შედის.

გავრცელებული ინფორმაციით, ვილანოვა 21 წლის ფეხბურთელში იმ თვისებებს ხედავს, რომლებსაც “ბარსას” სხვა ფეხბურთელები არ ფლობენ. სწორედ სერხი რობერტოს მოიაზრებენ ტიაგოს შემცვლელად, თუ, რა თქმა უნდა, ამ უკანასკნელმა გუნდი დატოვა.

სერხი რობერტო “ბარსელონაში” 2006 წელს, “ჟიმნასტიკიდან” გადავიდა. 2009 წელს, ის “ბარსა ბ”-ში დაწინაურდა, რომლის მაისურით ჩატარებულ 106 თამაშში 7 გოლი გაიტანა. ახალგაზრდა ფეხბურთელს 12 თამაში პირველი გუნდის მაისურითაც აქვს ჩატარებული.

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward