“ბარსელონას” ქომაგთა უმრავლესობა ამ ზაფხულს ჰუმელსის და ნეიმარის შეძენას ითხოვენ. კატალონიური გრანდის გულშემატკივრები მკაფიოდ აფიქსირებენ თავიანთ აზრს და ძალიან სურთ ამ ორი ფეხბურთელის გუნდში მოსვლა. განსაკუთრებით გულშემატკივრებს მატს ჰუმელსის ხილვა სურთ “ლურჯ-ბროწეულისფერთა” რიგებში.
გამოკითხულთა შედეგით, ჰუმელსის ტრანსფერს ფანების 76%-ი უჭერს მხარს, ხოლო ნეიმარს 74%-ი. სიაში შემდეგი “მალაგას” ნახევარმცველი, ისკოა რომლის მიმართაც ასევე გამოხატავენ კატალონიელები ინტერესს. ისკოსთან ერთად ფანებს “დორტმუნდის” პოლონელი თავდამსხმელი, რობერტ ლევანდოვსკიც სურთ. მოთხოვნა ლევანდოვსკიზე მას შემდეგ გაიზარდა, რაც 24 წლის თავდამსხმელმა ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის “რეალს” პოკერი შეუსრულა. ქომაგთა სიმპატიები ასევე დაიმსახურეს: დავიდ დე ხეამ, ვისენტ გუატიამ და ტიაგო სილვამ. კლუბი მოგეხსენებათ მალე დაიწყებს ვიქტორ ვალდესის შემცვლელის ძებნას, რადგანაც ესპანელი გოლკიპერის განცხადებით იგი არ ახანგრძლივებს კონტრაქტს და აპირებს საფეხბურთო კარიერის სხვაგან გაგრძელებას. აქედან გამომდინარე “ბარსელონას” არაერთი კანდიდატი ყავს უკვე სიაში, რომლებიც მოიაზრებიან ვალდესის შემცვლელად, ხოლო ფანები მაინც უპირატესობას დე ხეას და გუაიტას ანიჭებენ.
გარდა ამისა მოგეხსენებათ, რომ “ბარსელონა” ასევე დაინტერესებულია მარკინიოსით, ლუის სუარესით და ინიგო მარტინესით, თუმცა ზემოთ ხსენებულ ფეხბურთელებთან შედარებით, მათი ხილვის შანსი კატალონიურ კლუბში საკმაოდ ცოტაა. გულშემატკივრები ყველაზე მეტად მაინც შემდეგ ფეხბურთელებს ითხოვენ: ჰუმელსი, ნეიმარი, დე ხეა, ტიაგო სილვა, ისკო და რობერტ ლევანდოვსკი.