23

ჟიულ კუნდე

directions_run მცველი საფრანგეთისაფრანგეთი cake 27 წლის
188 თამაში
10 გოლი
22 ასისტი
32 გოლი+ასისტი
* სტატისტიკის ბოლო განახლება: 18.05.26

ჟიულ კუნდე არის ფრანგი პროფესიონალი ფეხბურთელი, რომელიც მცველის პოზიციაზე თამაშობს კატალონიურ “ბარსელონასა” და საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში. ის გამოირჩევა თავისი უნივერსალურობით, ტექნიკური არსენალითა და ტაქტიკური დისციპლინით, რაც მას თანამედროვე ფეხბურთის ერთ-ერთ საუკეთესო დაცვით მოთამაშედ აქცევს.

ადრეული წლები და “ბორდო”

ჟიული დაიბადა 1998 წლის 12 ნოემბერს საფრანგეთის დედაქალაქ პარიზში. მისი საფეხბურთო გზა რამდენიმე მცირე კლუბით დაიწყო, სანამ 2013 წელს “ბორდოს” აკადემიას შეუერთდებოდა. ახალგაზრდულ დონეზე გამორჩეული თამაშის შემდეგ, 2018 წელს კუნდემ მთავარ გუნდში სადებიუტო მატჩი ჩაატარა და მალევე დაიმკვიდრა ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის სტატუსი.

წარმატება “სევილიაში”

2019 წლის ზაფხულში ფრანგი მცველი ესპანურმა “სევილიამ” შეიძინა. ანდალუსიურ კლუბში კუნდემ ფანტასტიკური პროგრესი განიცადა და ლა ლიგის ერთ-ერთ საუკეთესო ცენტრალურ მცველად ჩამოყალიბდა. 2019/20 წლების სეზონში მან გუნდთან ერთად უეფას ევროპა ლიგის მოგება შეძლო, რითაც საერთაშორისო არენაზეც მიიპყრო ყურადღება.

ტრანსფერი “ბარსელონაში” და ახალი გამოწვევები

2022 წლის ივლისში კუნდე კატალონიური “ბარსელონას” ფეხბურთელი გახდა. ჩავი ერნანდესის ფორმაციაში მან უმნიშვნელოვანესი როლი მოირგო – ფრანგს თანაბრად კარგად უწევდა თამაში როგორც დაცვის ცენტრში, ისე მარჯვენა ფლანგზე. სადებიუტო (2022/23) სეზონშივე ჟიულმა დიდი წვლილი შეიტანა გუნდის მიერ ესპანეთის ჩემპიონატისა და ესპანეთის სუპერ თასის მოგებაში.

წლების განმავლობაში ის “ბარსას” დაცვის ხაზის სტაბილურ და უცვლელ ფიგურად იქცა, რომელსაც ურთულეს მომენტებშიც კი შეუძლია გუნდისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებების მიღება.

სათამაშო სტილი

კუნდე იდეალურად ერგება თანამედროვე ფეხბურთის მოთხოვნებს. მისი მთავარი ძლიერი მხარეებია:

  • უნივერსალურობა – თამაშობს როგორც მარჯვენა, ისე ცენტრალურ მცველად;
  • ტექნიკა და პასი – ბრწყინვალედ ფლობს ბურთს და აქტიურად ერთვება შეტევების წამოწყებაში;
  • ათლეტიზმი – მიუხედავად ცენტრალური მცველისთვის არასტანდარტული სიმაღლისა, მეორე სართულზე ბრძოლებს ხშირად იგებს მაღალი ნახტომის ხარჯზე;
  • სისწრაფე და ამტანობა – მარჯვენა ფლანგზე თამაშისას ფარავს დიდ მანძილს და ასრულებს უზუსტეს ჩაწოდებებს.

სანაკრებო კარიერა

საფრანგეთის ეროვნულ ნაკრებში მისი დებიუტი 2021 წელს შედგა. იმავე წელს მან ნაკრებთან ერთად უეფას ერთა ლიგა მოიგო. კუნდე დიდიე დეშამის გუნდის უცვლელი წევრი იყო 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე, სადაც ფრანგები ფინალში გავიდნენ, ასევე ევრო 2024-სა და სხვა მნიშვნელოვან საერთაშორისო ტურნირებზე.

მიღწევები და ტიტულები

ბარსელონა ბარსელონა
ესპანეთის ჩემპიონატი (3) 2022/23, 2024/25, 2025/26
ესპანეთის თასი 2024/25
ესპანეთის სუპერ თასი (3) 2022/23, 2024/25, 2025/26
სევილია სევილია
უეფას ევროპა ლიგა 2019/20
საფრანგეთის ნაკრებისაფრანგეთის ნაკრები
უეფას ერთა ლიგა 2020/21

სიახლეები ფეხბურთელზე