“ბარსელონას” ნახევარმცველი ფრენკი დე იონგი ნიდერლანდების ნაკრებს გამოაკლდა და ერთა ლიგაზე გერმანიის წინააღმდეგ გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს. ინფორმაცია ნიდერლანდების ფეხბურთის ფედერაციამ (KNVB) ოფიციალურად დაადასტურა.
29 წლის ფეხბურთელს ფიზიკური დისკომფორტი აწუხებს, რის გამოც სამწვრთნელო შტაბმა გადაწყვიტა, მის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით რისკი არ გაეწია.
ფედერაციის განცხადებაში ნათქვამია:
“ფრენკი დე იონგს მსუბუქი ფიზიკური დისკომფორტი აწუხებს და გერმანიასთან სტუმრად გასამართ შეხვედრას გამოტოვებს. პრევენციის მიზნით გადავწყვიტეთ, რომ ის ბერლინში არ გაემგზავროს, რადგან ორშაბათის მატჩისთვის ნახევარმცველის დაბრუნება ნაადრევია.”
დე იონგმა 13 ნოემბერს საბერძნეთის წინააღმდეგ ითამაშა. ნიდერლანდებმა მეტოქე 7-0 დაამარცხა, თუმცა “ბარსელონას” ნახევარმცველი შესვენებაზე შეცვალეს.
მატჩის შემდეგ ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჩავიმ განმარტა, რომ დე იონგს ზურგის არეში დისკომფორტი ჯერ კიდევ შეხვედრის დაწყებამდე აწუხებდა. თავდაპირველად სპეციალისტი იმედოვნებდა, რომ ფეხბურთელი გერმანიასთან თამაშს შეძლებდა, თუმცა საბოლოოდ განსხვავებული გადაწყვეტილება მიიღეს.
აღსანიშნავია, რომ დე იონგი მოედანზე ახლახან დაბრუნდა ხანგრძლივი ტრავმის შემდეგ. შესაბამისად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის მიმართ განსაკუთრებული სიფრთხილის გამოჩენა გასაკვირი არ არის.
ნიდერლანდების ფედერაციის ცნობით, დე იონგის შემცვლელს ნაკრებში არ გამოიძახებენ და გუნდი გერმანიასთან მატჩისთვის მზადებას 23 ფეხბურთელით გააგრძელებს.
გერმანიისა და ნიდერლანდების შეხვედრა 16 ნოემბერს, თბილისის დროით 23:45 საათზე, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე გაიმართება.
ამ ეტაპზე უცნობია, რამდენად იმოქმედებს არსებული დისკომფორტი დე იონგის მზადყოფნაზე “ბარსელონას” მომდევნო მატჩისთვის.




აი ეხლა დედა არ მოგოხნათ. იმედია ატრაკებს და ძალით მოიგონა.