“ბარსელონას” შემტევი რაფინია ბრაზილიის ნაკრების მომდევნო შეხვედრას გამოტოვებს. მიზეზი იაპონიასთან ამხანაგურ მატჩში მიღებული წითელი ბარათია.
14 ნოემბერს გამართულ შეხვედრაში ბრაზილია იაპონიასთან ანგარიშით 2-3 დამარცხდა. რაფინიამ თამაში ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა 71-ე წუთზე შეცვალეს. მიუხედავად ამისა, შეხვედრის მიწურულს ფეხბურთელი მაინც გააძევეს.
იაპონიის ნაკრების გამარჯვების გოლს ბრაზილიელთა პროტესტი მოჰყვა. ისინი მიიჩნევდნენ, რომ საგოლე შეტევის დაწყებამდე ჟოაუ გომეშის წინააღმდეგ თამაშის წესები დაირღვა. მსაჯთან კამათის გამო წითელი ბარათები რაფინიამ და ბრაზილიის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა კარლო ანჩელოტიმ მიიღეს.
დისკვალიფიკაციის გამო რაფინია 17 ნოემბერს სინგაპურთან გასამართ შეხვედრაში მონაწილეობას ვერ მიიღებს.
ამ ეტაპზე ბრაზილიის ფეხბურთის კონფედერაციას (CBF) ოფიციალურად არ დაუდასტურებია, გათავისუფლდება თუ არა რაფინია ნაკრების შეკრებიდან ვადაზე ადრე. შესაბამისად, ჯერჯერობით უცნობია, როდის დაბრუნდება ფეხბურთელი ბარსელონაში.




forum კომენტარები (0)