workspace_premium ჩაერთე პროგნოზების ლიგაში და გამოიცანი მატჩების შედეგები! ითამაშე პროგნოზების ლიგა! თამაში
ჩავი: “რომში კარგ ფორმაში მყოფნი ჩავალთ”

ჩავი: “რომში კარგ ფორმაში მყოფნი ჩავალთ”

“ბარსელონას” ნახევარ-მცველმა ჩავი ერნანდესმა კიდევ ერთხელ გამოხატა აზრი მომავალი მატჩის წინ: “ფინალი იქნება ამ სეზონის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩი და ჩვენ უნდა შევეცადოთ იმ თამაშის სტილი შევინარჩუნოთ რასაც მთელი სეზონი ვთამაშობდით. რომის ფინალისთვის ყველაფერი მზადაა”.

ჩავი ერნანდესი ერთ-ერთი ფეხბურთელია იმათგან, რომლებმაც 2005-2006 წლების სეზონის ჩემპიონთა ლიგის პარიზის ფინალი გამოტოვეს. იგი “ბარსას” გულშემატკივრებს იმედიანად განაწყობს: “ყველაფერი მზადაა რომისთვის. ჩვენ იქ კარგად მომზადებულები ჩავალთ. ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ კლუბს ისტორიაში მესამედ მოვაპოვებინოთ ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებულის ტიტული”.

ანრი და ინიესტა.

“ეს ორი ფეხბურთელი “ბარსელონასთვის” დიდი ძალაა. ისინი იყვნენ და არიან ძალიან მნიშვნელოვანი ფიგურები გუნდისთვის მთელი სეზონის განმავლობაში. ორივე მათგანი ბეჯითად მუშაობს იმისთვის, რომ რომის ფინალს არ დააკლდნენ და ვიმედოვნებ ასეც იქნება. როდესაც ისინი თამაშობენ ჩვენ უფრო უკეთესი გუნდი ვხდებით”, -განაცხადა ჩავიმ.

ძლიერი მეტოქე.

ჩავი ამბობს, რომ არ იცის როგორ ფეხბურთს ითამაშებს “მანჩესტერი” – დაცვითს თუ შეტევითს. “მე არ ვიცი რა თამაშს შემოგვთავაზებს ფერგიუსონი, მაგრამ ვიცი რომ ჩვენ რაც შეიძლება დიდი ხანს უნდა ვაკონტროლოთ ბურთი და შევუტიოთ. ამ თამაშის მოგება მხოლოდ იმ შემთხვევაში მოხდება, თუ ჩვენ სტილს არ გადავუხვევთ”.

გამოცდილების გამოვლენა.

პეპ გვარდიოლამ კარგად იცის, თუ რას ნიშნავს ითამაშო ჩემპიონთა ლიგის ფინალში. იგი ფეხბურტელებს თავის გამოცდილებას უზიარებს და რჩევებს აძლევს. “გვარდიოლამ ჩვენ გვითხრა, რომ ვითამაშოთ ისე როგორც შეგვიძლია და ამით ჩვენც ვისიამოვნოთ და სხვებსაც ვასიამოვნოთ, მთავარია ნერვებზე და ემოციებზე კონტროლი არ დავკარგოთ”.

მესი და ეტო’ო.

ჩავიმ ასევე ისაუბრა მისივე აზრით მსოფლის საუკეთესო ფეხბურთელსა და საყვარელ თავდამსხმელზე: “მესი ძალიან მნიშვნელოვანი ჩვენთვის, მას შეუძლია მატჩის ბედი მარტომ გადაწყვიტოს, ხოლო ეტო’ო – მას გარკვეული ფსიქოლოგიური პრობლემები ჰქონდა გოლის გატანასთან დაკავშირებით და იმედი მაქვს ფინალში სხვა კამერუნელ ეტო’ოს ვიხილავთ”.

წყარო www.fcbarcelona.cat

sports_soccer

ითამაშე პროგნოზების ლიგა!

გამოიცანი ბარსელონას მატჩების შედეგები, დააგროვე ქულები და გახდი საუკეთესო პროგნოზისტი.

თამაში arrow_forward