3 დღიანი დასვენების შემდეგ გუნდმა ვარჯიში განაახლა. სესიაზე ნაკრებში გამოძახებული ფეხბურთელები არ იმყოფებოდნენ. ”სიუტატ ესპორტივაზე” პირველი გუნდის მხოლოდ 5 წევრი ვარჯიშობდა – პუიოლი, ტიაგო, პინტო, ფონტასი და დოს სანტოსი. მათთან ერთად ვარჯიშობდნენ ”ბარსა ბ”-ს ფეხბურთელები – კუინტილა, ბანიუსი, დონგოუ, პატრიკი, მიგელ ანხელი, ჟუან ანხელი, გუსტავო და ესპინოსა.
ფეხბურთელები ოთხშაბათს დაბრუნდებიან
გუნდი შემდეგ ვარჯიშს ხვალ, 19 საათზე გამართავს. ”ბარსელონას” ფეხბურთელთა უმეტესობა ვარჯიშს ხვალ განაახლებს. სამხრეთ ამერიკელი ფეხბურთელები კი სესიაზე ხუთშაბათს დაბრუნდებიან.
[media=http://www.youtube.com/watch?v=k-iwJ7GJ-6c]














