მცირე ცვლილებები საიტზე

მცირე ცვლილებები საიტზე

გაცნობებთ, რომ გუშინ, ღამით, ჩვენს საიტზე განხორციელდა რამდენიმე ცვლილება, რის შემდეგაც, საიტს დაემატა გამოსადეგი ფუნქციები.

გთავაზობთ განხორციელებული ცვლილებების ჩამონათვალს:

1. დაყენდა ლიცენზირებული ძრავი, რის შემდეგაც, საიტის მუშაობა უფრო სტაბილური გახდება;
2. საიტს დაემატა სიახლეებისა და კომენტარების გასაჩივრების ფუნქცია. ყოველი სიახლისა და კომენტარის შემდეგ, არის ტექტსტი "გასაჩივრება", რომელზე დაჭერის შემდეგაც, საშუალება გექნებათ ადმინისტრაციას მისწეროთ კონკრეტული სიახლისა, თუ კომენტარის შესახებ საჩივრის ტექსტი. აღნიშნული ფუნქცია სტატიებში დაშვებული შეცდომების დროის მცირე მონაკვეთში აღმოფხვრისა და კომენტარებში წესების დამრღვევი პირების სწრაფად დასჯის საშუალებას მოგვცემს.
3. საიტს დაემატა მომხმარებელთა შავ სიაში შეყვანის ფუნქცია. კონკრეტული მომხმარებლისგან არასასურველი პერსონალური შეტყობინების მიღების შემთხვევაში, შეტყობინების ბოლოში, "დაბლოკვაზე" დაჭერით, თქვენ მას შეიყვანთ შავ სიაში და ბლოკის მოხსნამდე, იგი ვეღარ შეძლებს თქვენთვის შეტყობინებების გამოგზავნას.

4. პერსონალური შეტყობინების გაგზავნის ფორმაში, დაემატა ქართული კლავიატურა.

 

გაითვალისწინეთ, გარდა ამ სიახლეებისა, საიტზე განხორციელდა თქვენთვის შეუმჩნეველი არაერთი ცვლილება, რის გამოც, შესაძლოა, საიტის მუშაობაში შეიქმნას გარკვეული პრობლემები (გამორჩენილი გვქონდეს რომელიმე დეტალის განახლება). პრობლემის აღმოჩენის შემთხვევაში, გთხოვთ დამიკავშირდეთ PM-ის საშუალებით.

 

შეგიძლიათ, განხორციელებულ ცვლილებებთან დაკავშირებით, თქვენი აზრი გამოხატოთ კომენტარებში. გთხოვთ, განიხილოთ მხოლოდ კონკრეტული ცვლილებები.

  • გაწევრიანდი "ბარსელონას" გულშემატკივრების Facebook ჯგუფში

    კომენტარები [ 0 ]

    ინფორმაცია
    ამ სიახლეზე კომენტარები გათიშულია.